"ყველაფერს ვარჯიშზევე მივხვდით" - პეტანიამ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეა პეტანიამ "პარტენოპეის" ერთ-ერთი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. "მონცას" ფორვარდის თქმით, იგი "კვარას" შესაძლებლობებით ჯერ კიდევ წინასასეზონო შეკრებაზე აღფრთოვანდა.

"როგორც კი შემოგვიერთდა და წინასასეზონო შეკრება დავიწყეთ, ჩემზე შთაბეჭდილება მაშინვე მოახდინა, ეტყობოდა თუ რა დონის ფეხბურთელთან გვქონდა საქმე, განსაკუთრებით შთამბეჭდავი მისი ერთი-ერთზე თამაშის უნარია, მიუხედავად ყველაფრისა, არ მეგონა, ასეთ მოკლე პერიოდში ამხელა გავლენის მოხდენა თუ შეეძლო" - განაცხადა პეტანიამ.

შეგახსენებთ, პეტანია "ნაპოლის" ღირსებას 2020/22 წლებში იცავ
და, ამ პერიოდის განმავლობაში 27 წლის თავდამსხმელმა "პარტენოპეის" მაისურით 50 მატჩი ჩაატარა და 7 გოლის გატანა მოახერხა.

altკაპელო: კვარაცხელია და ოსიმენი სხვაობას ქმნიან და "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეუძლია

alt"რატომ ეპარებოდა დე ლაურენტისს კვარაცხელიაში და კიმ მინ ჯეში ეჭვი?" - სპალეტიმ კითხვაზე უპასუხა

altკვარაცხელიას ფაქტორის გამო მეტოქე შესაწირ ბატკანს ჰგავს - უცხოური მედიის პრევიუ

მკითხველის კომენტარები / 3 /
კვარა იმ დიდ ფეხბურთელებს მიეკუთვნება, რომლებიც ბრწყინავენ და არნახულ სილამაზეს ქმნიან ფეხბურთში. მისი გოლი ატალანტასთან, როდესაც მან მეტოქის 8 მოთამაშე დააწვინა და გოლი შეაგდო, ამის ბრწყინვალე დადასტურებაა. ესაა ის, რაც ფეხბურთის მაგიაში იზიდავს ყველას.
ქართველი
09:17 28-03-2023
0

პეტანია ეხლაც ნაპოლის ეკუთვნის, მონცაში არენდით თამაშობს
ნიკი
17:36 27-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული