"ყველაფერს ვარჯიშზევე მივხვდით" - პეტანიამ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეა პეტანიამ "პარტენოპეის" ერთ-ერთი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. "მონცას" ფორვარდის თქმით, იგი "კვარას" შესაძლებლობებით ჯერ კიდევ წინასასეზონო შეკრებაზე აღფრთოვანდა.

"როგორც კი შემოგვიერთდა და წინასასეზონო შეკრება დავიწყეთ, ჩემზე შთაბეჭდილება მაშინვე მოახდინა, ეტყობოდა თუ რა დონის ფეხბურთელთან გვქონდა საქმე, განსაკუთრებით შთამბეჭდავი მისი ერთი-ერთზე თამაშის უნარია, მიუხედავად ყველაფრისა, არ მეგონა, ასეთ მოკლე პერიოდში ამხელა გავლენის მოხდენა თუ შეეძლო" - განაცხადა პეტანიამ.

შეგახსენებთ, პეტანია "ნაპოლის" ღირსებას 2020/22 წლებში იცავ
და, ამ პერიოდის განმავლობაში 27 წლის თავდამსხმელმა "პარტენოპეის" მაისურით 50 მატჩი ჩაატარა და 7 გოლის გატანა მოახერხა.

altკაპელო: კვარაცხელია და ოსიმენი სხვაობას ქმნიან და "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეუძლია

alt"რატომ ეპარებოდა დე ლაურენტისს კვარაცხელიაში და კიმ მინ ჯეში ეჭვი?" - სპალეტიმ კითხვაზე უპასუხა

altკვარაცხელიას ფაქტორის გამო მეტოქე შესაწირ ბატკანს ჰგავს - უცხოური მედიის პრევიუ

მკითხველის კომენტარები / 3 /
მახსოვს წინასასეზონო შეკრებაზე დიმაროში პირველი თამაში რომ ჩაატარეს პირველი გოლი ხვიჩამ ზუსტად ამ პეტანიას პასით გაიტანა ! მერე მეორეც მიაყოლა და პირველი ტაიმი 2 გოლით და 1 პასით დაამთავრა და მერე შეცვალეს მეორე ტაიმში Mტელ შემადგენლობა შეცვალა სპალეტიმ
zura222
15:48 27-03-2023
2

პეტანია ეხლაც ნაპოლის ეკუთვნის, მონცაში არენდით თამაშობს
ნიკი
17:36 27-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული