გადაწყდა - კვარაცხელია "ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასი გაუოთხმაგდება

AutoSharing Option
Foot Mercato-ს ცნობით, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს და ახლა მხოლოდ ბოლო, მცირე დეტალები თანხმდება.

ახალი შრომითი ხელშეკრულება 2028 წლამდე იქნება გათვლილი. ჩვენებურის ანაზღაურება 1-დან 2.5 მილიონი ევრო გახდება, ბონუსების ჩათვლით კი თანხა 4 მილიონამდე ავა.

ამავე წყაროს ცნობით, "პარტენოპეი" ხვიჩას გასხვისებას მინიმუმ 2024 წლამდე არ გეგმავს.
მკითხველის კომენტარები / 20 /
სტატიის ავტორი უნდა გაერკვეს,უორმაგებენ თუ უოთხმაგებენ ხვიჩას ხელფასს.ოსიმენი შეთანხმებული რაოდენობის გოლებს თუ ვერ შეაგდებს ბონუსებს (პრემიალურებს)ვეღარ მიიღებს...
გიგა
31 მარტი 2023 00:43
0
ჯუღელი კვაჭია კვაჭანტირაძე.ისე ჩარხავს ხვიჩას,მამამისს და სხვებს,აზრზე ვერ მოდიან. ჯუღელი სადაც ფულის სუნს იყნოსებს, მაშინვე ნათლავს იმ მოთამაშეს ან ოჯახის წევრს,ან კიდევ ძმაკაცურად ეხუტება მათ.ასე უფრო მშვიდად იქნება, ნათლიმამას,ძმაკაცს ხომ ხომ ვერ ჩახსნიან,ხომ არ დაკარგავენ...აი ასე,მოაკვარახჭინებს თავის საქმეს.სათავისოდ ჩარხავს და ჩარხავს, და თავის წილ მილიონებსაც მალე მოაქუჩებს.ვამბობდი,რომ დასაცინ კონტრაქტს ნუ დაადებინებს კვარასთქო,ვინ გიყურებს.ქართული დარდიმანდული სიბრი*ვე,ვითომ კაცური გრძელდება.ხვიჩას მათხოვ*ული ანაზღაურება არ ეკადრება.ფულის გულისთვის არ თამაშობს ხვიჩაო,ესეც გავიგე,მაგრამ სამართლიანი ხელფასის ოდენობა პირდაპირ კავშირშია ხვიჩას სტატუსთან,რეიტინგთან და ა.შ. დროა ხვიჩამ პირადად მოძებნოს პროფესიონალი აგენტი(უცხოელი რა თქმა უნდა) და მას მიაბაროს საქმეები.ლაურენტისის დასაცინი ხვიჩა არ არის.მას ხვიჩა არ უხსენებია,თუმცა დაიტრაბახა ხელშეკრულების შედგენა მეხერხებაო.დაგვაჯდა ყველას თავზე ეგ ღ*რი ეგა...
გიგა
31 მარტი 2023 00:36
0
ეს მამაცხონებული ჯუღელი ან ტელევიზორს არ უყურებს? ან ფასები არ იცის? ვერ გავიგე. Marca-მ გამოაქვეყნა ეს ინფორმაცია და ესპანელები აკომენტარებენ, გაოცებული არიან, 2.5 მილიონი სათადარიგო ფეხბურთელებს აქვთ, რეალში მეორე მეკარეს აქვს 1.5 მილიონი, კვარა კიდე ტოპ5 მოთამაშეა ამ წუთას. 2028 წლამდე თან რა ამბავია.
ის ცალკე მიკვირს კიდე აქამდე დიდი სპორტულ ბრენდთან როგორ არა აქვს ჯერ გაფორმებული დიდი ხელშეკრულება, მოკლედ კვარა მიხედე მოედანზე საქმეს და მოედნის გარეთ კიდე ჩართე პროფესიონალი ხალხი, ძალიან მნიშვნელოვანია.
მეგრელი
30 მარტი 2023 09:40
1
ეს თუ რეალური ინფორმაციაა ნაპოლიში ძალიან გაურეკიათგაოთხმაგებული კიარა რეალური მყიდველი გაათმაგებულ ხელფასი შესთავაზებს ასპროცენტიანი და ვთვლი აუცილებლად უნდა გადავიდეს რომელიმე გრანდში ( რეალს არ ვგულშემატკივრობ ლივერპულის გულშემატკივარივარ ძალიან დიდი ხანია) აუცილებლად გადავიდეს რეალში და ნებისმიერ გრანდში მაპატიეთ ტაპტალოგიისთვის
კახა
29 მარტი 2023 23:22
5
მეც ლივერპულის ფანი ვარ და მიკვირს ასე ადვილად როგორ გაიმეტე რეალისთვის?! ენფილზეა მაგის ადგილი
გიორგი
30 მარტი 2023 05:31
3
ტუ კარგი შემოთავაზება გაუკეთეს მესვეურებს კვარასაც კაი ფასში გაყიდიან და კვარაც იხეირებს , სწორი სვლა აქვს პრეზიდენტს
ლაშა
29 მარტი 2023 22:55
3
სათაურს რომ შევხედე გული სიხარულით ამევსო - ვიფიქრე, როგორც იქნა დაუფასდა ჩვენს ოქროს ბიჭს შრომა "ნაპოლის" შეფობისგან-თქო. ბოლომდე წავიკითხე სტატია და ნახევრად მოტყუებულის შთაბეჭდილება დამრჩა. რეალურად ხელფასის მხოლოდ გაორმაგებაა, ვითომ პრემიალურების გაზრდის ფონზე. არადა, ნაპოლის პრეზიდენტი ისე იყო აღფრთოვანებული ჩვენებურის "ატალანტასთან" გატანილი გოლის შემდეგ, იძახოდა რომ 3 მლნ-ამდე გავუზრდი ხელფასსო რაც სამართლიანი ნაბიჯი იქნებოდა. დასკვნა - დე ლაურენტისი ნამდვილი წუწურაქია! წელს არა და მომავალ წელს ხვიჩამ ახალი/ღირსეული გამოწვევა უნდა მიიღოს (რეალი ან მსგავსი), გაცილებით უკეთესი ანაზღაურებით
სიმართლე
29 მარტი 2023 21:32
1
პირველი ტაიმის შემადგენლობა მწვრთნელის დიდი შეცდომაა
გური
29 მარტი 2023 18:54
3
ლანჯი ხარ თუ ბანძი წესიერად დაწერე ხვიჩას გვარი.
მერაბი
29 მარტი 2023 18:10
1
სამწუხაროა, და ძალიან დამაზიანებელი ასეთი კომენტარები, სახელს არც შევხედე. გუშინ ბიჭებმა ნამდვილად იბძოლეს, მადლობა მათ. ადრე კი იყო ეგ პრობლემა, მაგრამ ისევ რომ დავინახო, მაშინვე დავწერ, არავის მოვერიდები.ადრე არ იყო ამის საშუალება. ასე რომ, რაც სათქმელია,ის ვთქვათ. უბრალოდ ბოღმა კი თქვენთვის შეინახეთ, პრობლემები ისედაც არ გვაკლია.
ლევანი
29 მარტი 2023 17:25
2
ეგ არის გაოთხმაგება?
???
29 მარტი 2023 17:15
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული