"ხვიჩა საოცრად კრეატიული ფეხბურთელია" - მარეკ ჰამშიკმა "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა მარეკ ჰამშიკმა NapoliMagazine.com-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემის შესახებ, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. სლოვაკის თქმით, "კვარას" თამაშების ყურება ძალიან უყვარს.

"კვარაცხელია ძალიან კრეატიულია, მისი თამაშების ყურება სასიამოვნოა. ოსიმენს გოლების გატანა წარმოუდგენლად რთული სიტუაციებიდან შეუძლია. შემტევ ხაზში ზელინსკის მოქმედებებიც აღსანიშნავია. იმედი მაქვს, სამივე მათგანი "ნაპოლიში" დიდხანს დარჩება.

ლუჩანო სპალეტიმ დიდებული სამუშაო შეასრულა. ვიცოდი, რომ კიმ მინ-ჯე ძლიერი მცველი იყო, თუმცა არ მეგონა, თუ იტალიურ ფეხბურთს ასე მალე შეეწყობოდა" - განაცხადა ჰამშიკმა.

შეგახსენებთ, სლოვაკი ამჟამად "ტრაბზონსპორის" ღირსებას იცავს, მარეკმა მიმდინარე
სეზონში თურქეთის სუპერლიგაში ჯამში 14 მატჩი გამართა, თავი კი 1 გატანილი გოლითა და ამდენივე შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altთურქულ შეკრებაზე მყოფ "ნაპოლის" მარეკ ჰამშიკი ეწვია [VIDEO]

altკვარაცხელია "ნაპოლიში" დაბრუნდა - დიდი მატჩებისთვისთვის სამზადისი დაიწყო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული