"ასე იყო, არის და იქნება მანამ, სანამ დავით ხოჭოლავას ფეხბურთელი ერქმევა" - დათას განცხადება

AutoSharing Option
Geo Team-ის ცნობით, დათა ხოჭოლავას მენისკის ოპერაცია არ გაუკეთებია, არადა, საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სწორედ ამ მიზეზით ვერ დაეხმარა. აღნიშნულ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რაზედაც პასუხი ფეხბურთელმა გასცა:

"მესმის გულშემატკივრების გამოხმაურების. სიტუაცია, რომელიც ჩემ გარშემოა, ძალიან უცნაურად ჩანს და მეც, როგორც ქომაგი, თქვენნაირად ვიფიქრებდი.

არის მომენტები, რომლებიც ხანდახან რთული დასაჯერებელია. "ვიბორგთან" მატჩის მეორე დღეს კორონავირუსი მესამედ დამიდასტურდა, 5 დღე ვიწექი და ამ პერიოდში მუხლი ჩაწყნარდა. "კოპენჰაგენმა" გადაწყვიტა, გამეკეთებინა სტეროიდის კურსი სახსარში და სანამდეც გავქაჩავდი და არ დავეცემოდი,
გამაყუჩებლით მეთამაშა.

აქამდეც ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვამბობ, რომ საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ყოფნისას თავს ყველაზე ბედნიერ ფეხბურთელად ვგრძნობ. ეს ასე იყო წარსულში, ასეა ახლა და ასე იქნება სამუდამოდ, სანამ დავით ხოჭოლავას ფეხბურთელი ერქმევა".

წყარო: Geo Team

მკითხველის კომენტარები / 36 /
ვაა უყურე შენ არ გაუკეთებია ოპერაცია!!ნახეთ მალე მაგარ ფორმაში იხტუნავებს კლუბში!!!
ბექა
31 მარტი 2023 16:54
2
რას ვიზამთ ყველა შენგელიასავით არ იქცევა!!!!
გიორგი
01 აპრილი 2023 01:08
8
ახალი კვირიდან ახალ ტყუილს მოიგონებს კიდევ!!!!
სოსო
01 აპრილი 2023 00:11
7
დაახვიე რა…. ნაკრებში აღარ გამოიძახონ არცერთ შემთხვევაში!!! რომელი კულიბალი ან კიმ ინ ჯე ეგ მყავს?! საბა საზონოვი ათამაშონ ჯობია. პერსპექტივა და მომავალი მაინც აქვს!
სტუმარი
31 მარტი 2023 21:25
17
აფერისტიიიი @@@@
zura222
31 მარტი 2023 17:12
13
ამას აღარ გამოიძახებენ შემდეგი თამაშებისთვის!
T.q
31 მარტი 2023 21:03
8
ხვიჩა კვარაცხელიას ისტორია გაიხსენეთ!შენგელიას ისტორია!თუნდაც ტალახაძის ისტორია!რამდენმა აგინეთ და აქედან რამდენმა მოუხადეთ ბოდიში?ჯერ ხომ ყველაფერი არ ვიცით,რატომ აბრალებთ,ფაქტობრივად მოღალატეობას?უდანაშაულო რომ აღმოჩნდეს და მეც მგონია,რომ დამნაშავე არ იქნება,თქვენი უსამართლობისაგან გამწარებულმა,უარი რომ თქვას ნაკრებში შემდგომ თამაშზე,ისევ იმას შეაგინებთ,ნაკრებში თამაში არ უნდაო და უმეტეს ნაწილს,მის მაგინებელთაგან,არც კი შეგრცხვებათ!შესაძლოა სრულიად არაფრის გამო ვიმეტებთ ეთმანეთს მიწასთან გაგასწორებლად და მერე ვჩივით,რა გვეშველებაო.იმ ცხონებული კახი კავსაძისა არ იყოს,ასე,არასოდეს და არაფერი გვეშველება!ჩემი თუ არ გჯერათ,მას მაინც დაუჯერეთ!
სოსო
31 მარტი 2023 22:45
8
აბა ოპერაციო?! დარქმევით კიდევ, რაც გინდა ის დაირქვი.
გიო
31 მარტი 2023 17:41
9
და იმ ვიბორგში კლავენ თუ რა ხდება?
ვვვ
31 მარტი 2023 17:41
2
წარმატებები ხოჭოლავას, თავის სიტყვას კიდევ ბევრჯერ იტყვის ნაკრებში. მალე გამოჯანმრთელება მასაც და აზაროვსაც, ისე საინტერესოა როგო არის.
Irakli
31 მარტი 2023 20:15
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული