"ასე იყო, არის და იქნება მანამ, სანამ დავით ხოჭოლავას ფეხბურთელი ერქმევა" - დათას განცხადება

AutoSharing Option
Geo Team-ის ცნობით, დათა ხოჭოლავას მენისკის ოპერაცია არ გაუკეთებია, არადა, საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სწორედ ამ მიზეზით ვერ დაეხმარა. აღნიშნულ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რაზედაც პასუხი ფეხბურთელმა გასცა:

"მესმის გულშემატკივრების გამოხმაურების. სიტუაცია, რომელიც ჩემ გარშემოა, ძალიან უცნაურად ჩანს და მეც, როგორც ქომაგი, თქვენნაირად ვიფიქრებდი.

არის მომენტები, რომლებიც ხანდახან რთული დასაჯერებელია. "ვიბორგთან" მატჩის მეორე დღეს კორონავირუსი მესამედ დამიდასტურდა, 5 დღე ვიწექი და ამ პერიოდში მუხლი ჩაწყნარდა. "კოპენჰაგენმა" გადაწყვიტა, გამეკეთებინა სტეროიდის კურსი სახსარში და სანამდეც გავქაჩავდი და არ დავეცემოდი,
გამაყუჩებლით მეთამაშა.

აქამდეც ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვამბობ, რომ საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ყოფნისას თავს ყველაზე ბედნიერ ფეხბურთელად ვგრძნობ. ეს ასე იყო წარსულში, ასეა ახლა და ასე იქნება სამუდამოდ, სანამ დავით ხოჭოლავას ფეხბურთელი ერქმევა".

წყარო: Geo Team

მკითხველის კომენტარები / 36 /
არ მახსოვს რომ ნაკრებში ჩამოსვლაზე მას უარი ეთქვას. ჯერ ერთი, ნაკრები, თავისთავად ფეხბურთელის მომავალთანაა დაკავშირებული და ვინ იტყვის უარს? არავინ. აქ სხვა ამბავი მგონია მე. ლოჩოშვილი რატომ არ იყო? დვალმა მშვენივრად ითამაშა ამხანაგური, რატომ არ დააყენეს? და ერთი კიდევ. ყველას გვახსოვს რა უქნეს არაბიძეს. რამდენი გამოიძახეს, იმდენი სკამზე დასვეს, არადა ყველაზე მეტად იმსახურებდა ნაკრებში თამაშს. მერე აღმოჩნდა, რომ ნაცი ყოფილა. ახლა ხოჭოლავაც ნაცი აღმოჩნდა. გველესიანიც ნაცია? და ლოჩოშვილიც? ანუ რა გამოდის? აქეთ ერთი სექტაა, იქეთ მეორე სექტა. და ეროვნული ინტერესი გკიდიათ. ეს რისი ბრალია იცით? ფედერაციის კანდიდატს კონკურენტი რომ არ ჰყავდა, იმისი. ვაი თქვენს პატრონს. უბედური საქართველო თქვენს ხელში. ფედერაცია არის ჭაობი. რა უნდა სპორტში პოლიტიკას თქვე უცოდინარებო, თქვენა.მასეა დანარჩენ სამყაროში? გამოდით და გააგორეთ ბურთი, რა მნიშვნელიაქვს, ვის რა პოლიტიკური გემოვნება აქვს? სამარცხვინოები ხართ. თამაში იყო მოსაგები
ლევან მაღლაკელიძე
09:10 02-04-2023
6
ხოჭოლავას ხმა არ აქვს ამოსაღები საზონოვზე, ჯერ თავის შვილს ასწავლოს ქართული, გაზარდოს ქართველად და არა უკრაინელად თვითონაც იქართველოს საზონოვივით!! და მერე გველაპარაკოს უკრაინაზე!!!!!!!
გაგა
13:55 01-04-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული