"მილანთან" მატჩის დღე! კვარაცხელია განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია...

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზა დასრულდა და კლუბები სეზონის დასკვნითი ნაწილისთვის ემზადებიან. ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" იდელაური სატურნირო მდგომარეობა აქვს და 33-წლიანი ლოდინის შემდეგ, ჩემპიონობის საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. აქედან გამომდინარე, "მილანთან" დაპირისპირება ორივე გუნდისთვის უფრო მეტად ჩემპიონთა ლიგის ორმატჩიან დუელამდე გენერალური რეპეტიციაა. სეზონში მეორე შეხვედრა დღეს, 2 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე შედგება.

Sportall.Ge

ნეაპოლელებს ვიქტორ ოსიმენი არ ეყოლებათ. ეს უდიდესი დანაკლისია, თუმცა ლუჩანო სპალეტის გუნდი მიმდინარე სეზონში ამას შეჩვეულია. როცა ნიგერიელი ტრავმირებული იყო, ის ჯაკომო რასპადორიმა და ჯოვანი სიმეონემ წარმატებით შეცვალეს. ეს უკანასკნელი სასტარტო
შემადგენლობაში იქნება. ოსიმენმა მილანელებთან პირველი წრის დაპირისპირებაც გამოტოვა. იმ მატჩში გასული სეზონის საუკეთესო მოთამაე ლეოაც არ ყოფილა, რომელიც ახლა "მილანის" მთავარი დამრტყმელი ძალა იქნება, დიდხნიანი პაუზის შემდეგ შედეგიანად დაბრუნებული
ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი კვლავ იუქმებს.

ხვიჩა კვარაცხელია განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. შემოდგომაზე ჩატარებულ მატჩში ქართველი გარემარბის შეჩერება ძალიან გაუჭირდათ და შესვენების შემდეგ პიოლი იძულებული იყო, კალაბრია და კიაერი მოედნიდან გაეყვანა, თუმცა მათ ვერც დესტის შემოსვლამ უშველათ და ამერიკელმა "კვარასთან" ორთაბრძოლაში თერთმეტმეტრიანი "აიკიდა". ვნახოთ, 77-ე ნომერს ახლა რას მოუხერხებენ.

Sportall.Ge

რა თქმა უნდა, ამ გუნდების მთელი ყურადღება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისკენაა, თუმცა ამ პრინციპულ შეხვედრაში მოდუნება არ იქნება, ორივე მათგანი ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს. "დიეგო მარადონაზე" გასამართ მატჩს ანტონიო რაპუანო განსჯის, რომელიც 29 იანვარს "ნაპოლი" - "რომას" შეხვედრაში მეოთხე სათადარიგო არბიტრი იყო.

შეგახსენებთ, ამ უქმეების შემდეგ, 28-ე ტური ჩატარდება, რასაც 12 აპრილს "სან სიროზე" ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური დაპირისპირება მოჰყვება, სადაც "მილანი" "ნაპოლის" უმასპინძლებს. აქამდე სეზონში ოთხჯერ ეს გუნდები მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ და მაშინ ორი მატჩი ქვეყნის თასის ეგიდით იყო.

altსპალეტი "მილანთან" "ჯოკერის" გამოყენებას გეგმავს - ცნობილია, ვინ შეცვლის ოსიმენს

altდე ლაურენტისი: "კვარასთან" კონტრაქტის გაგრძელებაზე საუბარს უნდა მორჩეთ

მკითხველის კომენტარები / 12 /
ხვიჩა ლეაოსაც სჯობს, ვინიციუსსაც და "მ/სიტის" 10 ნომერსაც /გვარი არ მახსოვს/ უკეთეს მარცხენა გარემარბს დღევანდელ მსოფლიოში მე ვერ ვხედავ!
მომპირკეთებელი
09:24 02-04-2023
5
წარმატებები ხვიჩას!!! უფალი ფარავდეს!!!
გულშემატკივარი
13:59 02-04-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული