ლოჩოშვილის 67 წუთი და "კრემონეზეს" მარცხი "ატალანტასთან"

AutoSharing Option
სერია A-ს 28-ე ტურში „კრემონეზე“ საკუთარ მოედანზე „ატალანტასთან“ 1:3 დამარცხდა.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა დავიდე ბალარდინიმ ლუკა ლოჩოშვილი სასტარტოში დააყენა და მან ურიგოდ ნამდვილად არ ითამაშა. ქართველმა 21-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 67-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც ანგარიში 1:1 იყო.

პირველ ტაიმში ბევრი მომენტი არ შექმნილა, თუმცა შესვენებაზე გასვლის წინ კონტრშეტევაზე მარტენ დე რონმა შანსი გამოიყენა და სტუმრები დააწინაურა. 57-ე წუთზე მასპინძელთა ვეტერანმა თავდამსხმელმა დანიელ ჩიოფანიმ პენალტით ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ ჟერემი ბოგამ და ადემოლა ლუკმანმა კრემონელთა კარი დალაშქეს და გამარჯვება ბერგამოულმა
გუნდმა მოიპოვა.

„კრემონეზე“ 13 ქულით ბოლო, მე-20 ადგილზეა, 5 აპრილს თასზე „ფიორენტინას“ უმასპინძლებს, ხოლო 8 აპრილს ჩემპიონატზე გენუაში „სამპდორიას“ დაუპირისპირდება.

კრემონა. „ჯოვანი ძინი“

კრემონეზე - ატალანტა 1:3
გოლები: 0:1 დე რონი (44), 1:1 ჩიოფანი (56, პენ), 1:2 ბოგა (72), 1:3 ლუკმანი (90+3)

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჰოდა შეცვალეს და კიდეც წააგო, ახია!
ლაშა
23:15 01-04-2023
0
Lochom kargad itamasha,es iko ishviati tamashi am sezonshi sadac is kargad chanda da araertxel ganmuxta situacia,ratom shecvala ver mivxvdi da airia kidec dacva da 2 golic gaushves...
Givi
12:37 02-04-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული