ხოჭოლავა შესვენებაზე შესაცვლელი გახდა - მისმა გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
დანიის სუპერლიგის 23-ე ტურში „კოპენჰაგენმა“ საკუთარ მოედანზე „ნორდსიელანდი“ 2:1 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა სასტარტოში დააყენა, მან 39-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, შესვენების შემდეგ კი თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. იმ დროისთვის ანგარიში 0:1 იყო.

მან მიმდინარე ჩემპიონატზე მე-17 მატჩში მიიღო მონაწილეობა - 1 გოლი აქვს გატანილი.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხოჭოლავა საქართველოს ნაკრებს ნორვეგიასთან მატჩში მენისკის ტრავმის გამო ვერ დაეხმარა და ბარსელონაში უნდა გაეკეთებინა ოპერაცია, თუმცა ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა და სამკურნალო პრეპარატებს იღებს.

„კოპენჰაგენი“43 ქულით გალიდერდა
(ნორდსიელანდი 1 ქულით ჩამოიტოვა) და ზედიზედ ორი შეხვედრის ჩატარება მოუწევს გასვლაზე - 6 აპრილს თასზე „ვეილესთან“ და 10 აპრილს ჩემპიონატზე „რანდერსთან“.

მკითხველის კომენტარები / 20 /
სანიოლმა დაუშვა უდიდესი შეცდომა როცა არ გამოიძახა ლოჩოშვილი და კიტეიშვილი!!!!ასევე, როცა მთავარ შემადგენლობაში არ ათამაშა გოჩოლეიშვილი,შეცვლაზე კი ჩაკვეტაძე!!
სოსო
02 აპრილი 2023 22:39
3
შავ ლაქათ ჩაეწერება მუდამ საქართველოში
მახ1983
02 აპრილი 2023 22:36
7
ტყუილად უხურებთ ეხლა დათას რა... ისენიც მაგრად აწვალებენ... ბოლოს მაინც ბოლოს მაინც საოპერაციო იქნება და რაღატო ტანჯავენ ვერ გავიგე
სტატია კიდე ძაან ცუდი პათოსითაა, ფაქტიურად სიძულვილის და აგრესიის გასაღვივებლად... არ გეკადრებათ, ამდენი ცოდნა თქვენ მაინც უნდა გქონდეთ, მილიონია ასეთი შემთხვევა... ჩაკვე ასე იყო დაახლოებიათ, პოგბა ასე იყო და ბევრი კიდე სხვა
რა მაფიაა?
02 აპრილი 2023 22:34
14
მენისკის ოპერაციას იკეთებსო და დღეს ითამაშა? თუ ნაკრებისთვის აწუხებდა მენისკი და კლუბისთვის არა. რაც უნდა ის უქნია,თუმცა ნაკრების კარი უნდა დაიხუროს მისთვის. თუ არადა,ევროპა კი არა ან მსოფლიო,პრიბალტიკის ლიგაშიც ვერ მოვხდებით
პირიდონი
02 აპრილი 2023 22:30
5
სამაგიეროდ საქართველოს ნაკრებმა ვერ მოიპოვა მნიშვნელოვანი გამარჯვება!!!!
გიორგი
02 აპრილი 2023 22:24
3
საბედნიეროდ საკმარისზე ბევრი მცველი გვყავს, რომლებსაც დიდი ფეხბურთის თამაში შეეძლებათ!
ლაშა
02 აპრილი 2023 22:19
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული