ხოჭოლავა შესვენებაზე შესაცვლელი გახდა - მისმა გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
დანიის სუპერლიგის 23-ე ტურში „კოპენჰაგენმა“ საკუთარ მოედანზე „ნორდსიელანდი“ 2:1 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა სასტარტოში დააყენა, მან 39-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, შესვენების შემდეგ კი თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. იმ დროისთვის ანგარიში 0:1 იყო.

მან მიმდინარე ჩემპიონატზე მე-17 მატჩში მიიღო მონაწილეობა - 1 გოლი აქვს გატანილი.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხოჭოლავა საქართველოს ნაკრებს ნორვეგიასთან მატჩში მენისკის ტრავმის გამო ვერ დაეხმარა და ბარსელონაში უნდა გაეკეთებინა ოპერაცია, თუმცა ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა და სამკურნალო პრეპარატებს იღებს.

„კოპენჰაგენი“43 ქულით გალიდერდა
(ნორდსიელანდი 1 ქულით ჩამოიტოვა) და ზედიზედ ორი შეხვედრის ჩატარება მოუწევს გასვლაზე - 6 აპრილს თასზე „ვეილესთან“ და 10 აპრილს ჩემპიონატზე „რანდერსთან“.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ეს და ბასილაშვილი ძალიან გვანან ერთმანეთს,ერთნაირად უმარილო ტიპები არიან!!!!
საბა
18:50 03-04-2023
0
ადრეც ვთქვი, მე არანაირი სურვილი არ მაქვს, ამ ბიჭის ნაკრებში ხილვის, თუგინდ უძლიერესი მცველი იყოს. როცა კაცს სრცხვენია თავისი ქვეყნის, იყოს შორს აქედან, ან სადაც უნდა, ოღონდ არა ეროვნულ ნაკრებში. ნაკრების მაისური სხვა რამეს ნიშნავს და ჯერ ეს უნდა გაისიგრძეგანო.
ეს ჩემი პირადი აზრია, ვისაც სურს ნუ დამეთანხმება.
დიდება საქართველოს!
ლევანი
17:23 03-04-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული