მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა სასტარტოში დააყენა, მან 39-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, შესვენების შემდეგ კი თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. იმ დროისთვის ანგარიში 0:1 იყო.
მან მიმდინარე ჩემპიონატზე მე-17 მატჩში მიიღო მონაწილეობა - 1 გოლი აქვს გატანილი.
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხოჭოლავა საქართველოს ნაკრებს ნორვეგიასთან მატჩში მენისკის ტრავმის გამო ვერ დაეხმარა და ბარსელონაში უნდა გაეკეთებინა ოპერაცია, თუმცა ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა და სამკურნალო პრეპარატებს იღებს.
„კოპენჰაგენი“43 ქულით გალიდერდა
(ნორდსიელანდი 1 ქულით ჩამოიტოვა) და ზედიზედ ორი შეხვედრის ჩატარება მოუწევს გასვლაზე - 6 აპრილს თასზე „ვეილესთან“ და 10 აპრილს ჩემპიონატზე „რანდერსთან“.