არა მხოლოდ კიაერი, ყველა მოგვატყუა - ინტერის ყოფილი მწვრთნელი ხვიჩას თამაშით აღფრთოვანებულია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 28-ე ტურში გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "მილანს" მასპინძლობს, პირველი ტაიმის შემდეგ "როსონერი" "პარტენოპეის" 2:0 ამარცხებს.

ნეაპოლელთა ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ "მილანის" მცველებს რამდენჯერმე პრობლემები შეუქმნა, "კვარამ" შეხვედრის მე-11 წუთზე რადე კრუნიჩსა და სიმონ კიაერს გვერდი მარტივად აუარა, თუმცა ბურთის კარში გადაგზავნა ვეღარ მოახერხა.

22 წლის გარემარბის ამ მოქმედებას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი პიერლუიჯი პარდო გამოეხმაურა.

"დიდებული სლალომი! ეს როგორ გააკეთა?" - განაცხადა პარდომ Dazn-ის ეთერში.

ხვიჩას მიმართ აღფრთოვანება ვერც "ინტერის" ყოფილმა მწვრთნელმა ანდრეა სტრამაჩონიმ დამალა:

"მაიკ მენიომ კარი დროულად დატოვა,
კვარაცხელიამ შესანიშნავად ითამაშა, მისი შეჩერება ურთულესია, არა მხოლოდ სიმონ კიაიერი, არამედ მთელი სტადიონი მოატყუა" - აღნიშნა სტრამაჩონიმ.

alt"ნაპოლი" - "მილანი" - სპალეტიმ შემადგენლობა დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული