DAZN-ის ჟურნალისტმა დილეტა ლეოტამ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეაოს დუელის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დღევანდელ დაპირისპირებაში პორტუგალიელმა ქართველი დაჩაგრა.
"გაშვებული გოლების შემდეგ სპალეტის გუნდისგან რეაქციას ველოდებოდით. დღეს რაფაელ ლეაომ ხვიჩა კვარაცხელიას დუელში აჯობა. პორტუგალიელმა დიდებული გოლები გაიტანა".
შეგახსენებთ, "ნაპოლი" 71 ქულით ჩემპიონატს ლიდერობს. "პარტენოპეი" მორიგ შეხვედრას 7 აპრილს, "ლეჩეს" წინააღმდეგ გამართავს.
ცივი შხაპი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალებამდე - "ნაპოლი" "მილანთან" განადგურდა [VIDEO]
"უნდა დამშვიდდე" - სპალეტი ხვიჩას გაუბრაზდა
"ჩემპიონები ჩვენ ვართ და არა "ნაპოლი" - ჟირუმ "პარტენოპეის" ქომაგები გააბრაზა [PHOTO]