"პარტენოპეის" ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.
უცხოურმა პორტალმა Sofascore-მა "კვარას" თამაში 7.3 ქულით შეაფასა, მეორე გამოცემა Whoscored-მა კი ხვიჩას 7.2 ქულა დაუწერა. აღსანიშნავია, რომ 22 წლის გარემარბმა, ორივე გამოცემის მიხედვით, "ნაპოლის" შემადგენლობიდან ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" 71 ქულით ჩემპიონატს ლიდერობს. "პარტენოპეი" მორიგ შეხვედრას 7 აპრილს, "ლეჩეს" წინააღმდეგ გამართავს.
"დღეს ლეაომ აჯობა" - იტალიელმა ჟურნალისტმა ხვიჩასა და პორტუგალიელის დუელზე ისაუბრა
ცივი შხაპი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალებამდე - "ნაპოლი" "მილანთან" განადგურდა [VIDEO]
რაფაელ ლეაოს დუბლი - "მილანი" "ნაპოლის" დიდი სხვაობით ამარცხებს [VIDEO]