todofichajes: მამარდაშვილი "ატლეტიკოში" ობლაკის ნაცვლად - ქართველი "ვალენსიას" მორევში ერთადერთია, რომელიც გუნდის გადარჩენას ახერხებს

AutoSharing Option
"ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი ისევ ჩინებულად ირჯება. ესპანურ მედიაში კვლავ აქტიურად განიხილება მისი უკეთეს გუნდში გადასვლა, რაც ქართველის ოსტატობის, ასაკის, სიმაღლის და პერსპექტივის გათვალისწინებით ბუნებრივია და ამჯერად todofichajes-ი იტყობინება, რომ "ატლეტიკოს" ინტერესის სფეროში მოექცა.

გამოცემა წერს, რომ ზაგრების "დინამოსა" და ხორვატიის ნაკრების გოლკიპერის, დომინიკ ლივაკოვიჩის ვარიანტი გამოირიცხა, რადგან "ვილიარეალში" გადასვლას უახლოვდება, "ატლეტიკო" იან ობლაკთან დამშვიდობებაზე დაფიქრდება და არჩევანს მამარდაშვილზე გააკეთებს:

"ქართველის ფასთა კვოტირება მაღალია, ვინაიდან "ვალენსიას" მორევში ერთ-ერთი იშვიათია, თუ არა ერთადერთი, რომელიც გუნდის გადარჩენას ახერხებს. ლა ლიგაში დარჩენისათვის მებრძოლი
"ვალენსიასთვის" ფულის გამოსამუშავებლად 22 წლის ფეხბურთელის გაყიდვა კლუბის პრეზიდენტ პიტერ ლიმის მიზანია.

იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მომგებიანი ტრანსფერი გაჩარხონ და "ატლეტიკო" მზადაა სერიოზული ნაბიჯი გადადგას, რამეთუ ობლაკის წასვლის შემთხვევაში, მინიმუმ ხუთი წლით მისი გარანტირებული შემცვლელი დასჭირდებათ. მამარდაშვილი მადრიდული გუნდის პროფილს ყველა პარამეტრით შეესაბამება და კარიერაში თვისობრივი წინსვლით მოხარული იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგის "ვალენსიასთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული (100-მილიონევროიანი კლაუსულათი), "ატლეტიკო" ტრანსფერში 30 მილიონს შესთავაზებს და "ღამურები" ამაზე უყოყმანოდ დათანხმდება. შეგახსენებთ, ობლაკი ანალოგიურ სიტუაციაში "ბენფიკასგან" 2014 წელს 16 მილიონად შეიძინეს".

მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ წინასწარაა ცნობილი ტომ უყოყმანოთ დათანხმდება, მაშინ ჯერ 25 მილიონს შესთავაზებს :)))
კაპიტან გარდენბურგი
00:32 04-04-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული