გუგეშაშვილი შეიძლება თურქულ ან ხორვატიულ გუნდში გადავიდეს

AutoSharing Option
azerisport-ის ცნობით, "ყარაბაღის" 23 წლის მეკარის, ლუკა გუგეშაშვილის სამსახურით არაერთი კლუბია დაინტერესებული.

გამოცემის მტკიცებით, თურქული გუნდების გარდა, ქართველის გადაბირებას ხორვატიული "რიეკა" ცდილობს, რომელიც "ყარაბაღთან" მოლაპარაკებას გამართავს, რათა ზაფხულში ის იჯარის წესით წაიყვანოს.

გუგეშაშვილს "ყარაბაღთან" კონტრაქტი 2025 წლამდე აქვს გაფორმებული.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ლუკას პროგრესზე ისაუბრა და მონღოლეთთან ამხანაგურ მატჩში მეორე ტაიმში ათამაშა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რიეკა არა შიბენეკში იჯარა კიდე,ძირითადში ადგილი დაიმკვიდრა და ეხლა უშვებენ?!თურქეთში თუ ძირითადში ითამაშებს მაშინ კი თუ არადა ყარაბაღი სტაბილურია ევროტურნირებში და მანდ უფრო გაიზრდება
ნიკო
23:57 04-04-2023
1
ყარაბაღი ჯობია ორივე ვარიანტს 10 თავით
ჯობია
05:11 05-04-2023
2

სიახლეები პოპულარული