დაცვაში მუშაობის მხრივ მას პრობლემა არ აქვს...
- გიორგი ჩაკვეტაძით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. მათ შორის არის ერთი სოლიდური ესპანური კლუბი. ეგ არის, გიორგიმ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში რომ არ ითამაშა, ძალიან გაუკვირდათ. არ ვიცი, ეს ფაქტორი რამდენად იმოქმედებს მათ ინტერესზე. დადებითად რომ არ აისახება, ფაქტია.
მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო ნორვეგიის ნაკრებთან გიორგის
ვილი სანიოლმა თქვა, ჩაკვეტაძე დაცვაში ვერ მუშაობს ბოლომდე ეფექტურადო. ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ვინც "სლოვანის" თამაშებს ადევნებს თვალს, დამეთანხმება, რომ დაცვაში მუშაობის მხრივ მას არ აქვს პრობლემა. ვლადიმირ ვაისი ამ კომპონენტს დიდ ყურადღებას აქცევს და ასე რომ არ იყოს, ის შესაბამისად იმოქმედებდა, მიუთითებდა გიორგის ამაზე...
რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩაკვეტაძე ნაკრებში, ამაზე, როგორც ყოფილ ფეხბურთელს, ჩემი შეხედულება მაქვს. გიორგის გამოყენება უპრიანი მგონია მინდვრის ცენტრში. სწორედ იქ ავლენს ის თავის საუკეთესო თვისებებს. აი, მაგალითად, როგორც მარტინ ედეგორს იყენებს ნორვეგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტოლე სოლბაკენი.
გიორგის ძალიან უყვარს საქართველოს ნაკრები. სრული პაუხისმგებლობით გეუბნებით, ის თავის დროზე ნატკენი ფეხით ჩამოვიდა ეროვნულ გუნდში და ტრავმა გაიმიზეზა. ამაზე არც დაუწუწუნია და არც არასოდეს გაიხსენებს სინანულით. მეც მხოლოდ იმიტომ აღვნიშნე, რომ ეროვნული გუნდის მიმართ მის დამოკიდებულებას გავუსვა ხაზი.
რაც შეეხება სანიოლის ნათქვამს, რომ ჩაკვეტაძე ეფექტური ვერ არის დაცვაში მუშაობის დროს, ამას სხვებთან ერთად იმ კლუბების წარმომადგენლებიც ეცნობიან, რომლებიც დაინტერესებული არიან მისი სამსახურით...
გიორგის პროგრესი თვალსაჩინოა და "სლოვანისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ისევე, როგორც ჯაბა კანკავა და გურამ კაშია. ამას ყველა აღიარებს. მიმაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და ჩაკვეტაძის ერთად გამოყენება შეიძლება და ძალიან ეფექტურადაც!..
საქართველოს ნაკრებს მინდა მხოლოდ წარმატება ვუსურვო. ეს გუნდი ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ისიც კარგად ვიცი, რომ მწვრთნელი თავისი შეხედულებისამებრ აკომპლექტებს შემადგენლობას, მაგრამ ჩვენც შეგვიძლია აზრი გამოვთქვათ და აღვნიშნოთ, რა შეიძლება იყოს უკეთესი ნაკრების მომავლისთვის...