![](https://sportall.ge/pictures/image5/1683e1f62e18482e0c613e33adfa515d.jpg)
როგორც უკვე გაცნობეთ, "ნორდსიელანდთან" დანიის სუპერლიგის 23-ე ტურის საშინაო მატჩში (2:1) "კოპენჰაგენის" მცველმა დავით ხოჭოლავამ შესვენების შემდეგ თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და შეცვალეს. კლუბი მისი ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ხოჭოლავას მენისკის პრობლემა აქვს, თუმცა ამჯერად კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო და ამ მიზეზის გამო 6 აპრილს "ვეილესთან" გასამართი თასის მეოთხედფინალური შეხვედრის განაცხადში ვერ მოხვდა.
ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულად დაშავდა ქართველი და რამდენი ხანი მოუწევს უქმობა.
მორალი:დათამ კოჭ-წვივის ტრავმა მართლა მიიღო
ცოდო ხარ დათა მაგ აზროვნებისთვის