მატჩის დღე! ხვიჩა გატანას კვლავ ვიქტორის გარეშე ეცდება...

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე 10 ტურით ადრე რაღაც სასწაული უნდა მოხდეს, "ნაპოლისა" და მის კონკურენტებს შორის სატურნირო ვითარებაში არსებული უფსკრული აღმოიფხვრას. ლუჩანო სპალეტის გუნდი "ლეჩეს" დღეს, 7 აპრილს, თბილისის დროით 21:00 საათზე ესტუმრება. აღდგომის დღესასწაულის გამო სერია "ა"-ს მატჩები კვირამდე ჩატარდება.

ხვიჩა კვარაცხელიასა და მის თანაგუნდელებს "მილანთან" (0:4) მარცხის შემდეგ რეაბილიტაცია ესაჭიროებათ, თავის მხრივ კი, "ლეჩე" კატასტროფულ ფორმაშია, უკანასკნელ 5 შეხვედრაში გოლის გატანის გარეშე დამარცხდა. გასავარდნ ზონაში მყოფ "ვერონას" ეს გუნდი 8 ქულით აღემატება და საქმე საგანგაშოდ მაინც არ აქვს.

Sportall.Ge

სპალეტის
ფეხბურთელებს "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩი კარს აქვთ მომდგარი. როტაციის დრო მაინც ნაკლებადაა, ნეაპოლურ გუნდს ტონუსის აღდგენა და კარგ ხასიათზე მოსვლა სჭირდება. მთავარი მწვრთნელი ისევ იმეორებს, რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ჩემპიონატში 21 გოლისა და 4 შედეგიანი პასის ავტორი ვიქტორ ოსიმენი კვლავ არ მომჯობინებულა. ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ნაკრების ნორვეგიასთან დაპირისპირების ჩათვლით, 2 მატჩია, შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია და ეს მის მიერ აწეული სტანდარტებიდან გამომდინარე, უკვე გვიკვირს კიდეც. სერია "ა"-ში მე-13 გოლისთვის ის ყველაფერს გაიღებს (10 საგოლე პასიც აქვს), ამჯერადაც ნიგერიელი პარტნიორის გარეშე. ნეაპოლელებს პოლონელი პიოტრ ზელინსკის ფორმაში დაბრუნება სჭირდებათ, რომელიც 2022 წელს გაცილებით პროდუქტიული იყო, სულ კი მონაწილეობა 10 საგოლე ეპიზოდში (3 გოლი, 7 "ასისტი") მიიღო. სავარაუდოდ, მის ადგილს ელიფ ელმასი დაიკავებს. სასტარტოში ჟესუსსა (კიმის ნაცვლად) და ნდომბელეს (ანგისას ნაცვლად) ელიან, წინა ხაზზე კი ჯაკომო რასპადორი უნდა იყოს.

"ლეჩეს" რიგებში ყველაზე სახიფათო 25 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი გაბრიელ სტრეფეზაა, რომელსაც მიმდინარე სეზონში 7 ზუსტი დარტყმა აქვს.

Sportall.Ge

ამ გუნდების პირველი წრის დაპირისპირებაში "ნაპოლიმ" ქულები დაკარგა (1:1) და სეზონში ასე იშვიათი ფრე ითამაშა. ეს ის დროა, როცა სპალეტი როტაციას აქტიურად მიმართავდა. კვარაცხელია მინდორზე 56-ე წუთზე შევიდა, ნეაპოლელებიდან ერთადერთი გოლი კი მანამდე მის ნაცვლად მოთამაშე ელმასმა გაიტანა. ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. აგვისტოში, როცა სეზონი ახლად დაწყებული იყო, ლუჩანოს გუნდის ასეთ დომინირებას ბევრი არ ელოდა. "ლეჩემ" 2020 წელს "სტადიო მარადონაზე" (3:2) გაიმარჯვა. მაშინ "ნაპოლის" ჯენარო გატუზო წვრთნიდა.

"სტადიო ვილა დელ მარზე" გასამართ შეხვედრას ჯანლუკა მანგალიენო განსჯის, რომელიც ნეაპოლელთა მატჩს ბოლოს 2021 წლის 20 სექტემბერს გაუძღვა, როცა  "უდინეზე" სტუმრად დიდი ანგარიშით (4:0) დაამარცხეს.

altოსიმენი გამოჯანმრთელდა, მაგრამ სამედიცინო გუნდი თამაშის უფლებას არ აძლევს

alt"ხვიჩას ახლა თვალებში ცეცხლი უკიდია, მისი ფიქრები კი დრიბლინგისკენაა მიმართული" - Corriere dello Sport-ი კვარაცხელიაზე წერს

altკვარაცხელია - მარცხთან შეუგუებელი და პოზიტიური ენერგიით გაბრაზებული - თვისება, რომელიც ყველამ აღნიშნა...

მკითხველის კომენტარები / 13 /
წარმატებები ხვიჩას!!! უფალი ფარავდეს!!!
ხარების დღესასწაულია,დაე გაგვახაროს(როგორც ყოველთვის) და გაიხაროს!!!:)))
გულშემატკივარი
12:25 07-04-2023
1
პირდაპირ ვიტყვი აქაურ მილანის ფან ბანაკებში მაგარ ეიფორიაში არიან. ეს ქნა ამ "მატყუარა 0:4" მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ნაპოლი "ჩამოლაბორანტდა" ვერონას დონემდე და მილანი ავიდა რეალის ლეველზე, ძალიან ცდებით მილანელო "სექტანტებო" დარწმუნებით გეუბნებით კვარა და კამპანია მწარედ გატკენთ სანსიროზე ძალიან მწარედ ამაში დარწმუნებული იყავით ეს ნაპოლი ის გუნდი არარის სრედნიაკ მილანთან ზედიზედ 2 მატჩი წააგოს.
Charley
12:16 07-04-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული