მიქაუტაძის ფასი გაიზარდა, აქებენ და უთუოდ უკეთეს გუნდში ვიხილავთ

AutoSharing Option
დროა, გიორგი მიქაუტაძისგან ნაკრებმა სარგებელი ნახოსო, თქვა ნორვეგიასთან ევროშესარჩევის მატჩის წინ საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და თავდამსხმელმა სკანდინავიელებთან თავი გამოიჩინა. მის მიერ გატანილი გოლით ჩვენმა გუნდმა ფრეს მიაღწია.

მიქაუტაძე "მეცის" შემადგენლობაში საფრანგეთის ლიგა 2-ში ჩინებულად ირჯება, 28 შეხვედრაში გატანილი 15 გოლით საუკეთესო ბომბარდირია და ამას გარდა, 7 საგოლე გადაცემის ავტორიცაა.

დღეს transfermarkt.-მა ფეხბურთელთა ფასები განაახლა, გიორგის სატრანსფერო ღირებულება 6 მილიონი ევრო გახდა და ამ მაჩვენებლით ლიგა 2-ის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეა.

მიქაუტაძის შესახებ ყოველდღიურ ფრანგულ L'Est Républicain-თან "სენტ-პრიესტში"
მისმა ყოფილმა მწვრთნელმა ლიონელ ბამ ისაუბრა, რომელმაც თქვა, რომ 17-წლამდელთა გუნდიდან 19-წლამდელებში გადაიყვანა, საჯარიმოში უნარიანად მოქმედებდა, გოლის ალღო ჰქონდა, გასატანად ბევრი შანსი არ სჭირდებოდა და უფრო ნიჭიერი ფორვარდი არ უნახავს.

მიქაუტაძეს "მეცთან" კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული, თუმცა, თუ ასე გააგრძელა თამაში, მალე უკეთეს გუნდში ვიხილავთ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ნაპოლი გელოდება ჟორჟ!
მწრთვნელი
19:50 06-04-2023
7
მერე რა,ოსიმენის ადგილას ყველაზე უკეთ ითამაშებს,თან ხვიჩაც იქ ეგულება!!!
ზაზა
21:09 06-04-2023
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული