Geo Team: წიტაიშვილს სამწვრთნელო შტაბი ყურადღებასაც აღარ აქცევს - რატომ არ თამაშობს გიორგი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი საკლუბო ფეხბურთში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდის. Geo Team-ის ცნობით, 22 წლის მოთამაშე მეორე გუნდთან ერთად ვარჯიშობს, ეს კი თავად ფეხბურთელმა მოითხოვა.

"იანვარში, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გიორგი წიტაიშვილი შეხვდა გუნდის მწვრთნელს, ხელმძღვანელებს და აცნობა, რომ 2 გუნდის ვარიანტი ჰქონდა და მზად იყვნენ, საიჯარო ხელშეკრულების დარღვევის საფასურიც გადაეხადათ, თუმცა ქართველი არ გაუშვეს და უთხრეს:
"გვჭირდები!"

ბოლო თვეების განმავლობაში გიორგი წიტაიშვილს და ლეხ პოზნანის მთავარ მწვრთნელს შორის კომუნიკაცია ერთხელაც არ შემდგარა, რათა მწვრთნელს აეხსნა, იყო თუ არა რამით
უკმაყოფილო ქართველი ფეხბურთელის მოქმედებებით. მას ვარჯიშებზე სამწვრთნელო შტაბი ყურადღებასაც არ აქცევს" - წერს Geo Team.

altგიორგი წიტაიშვილი კიევის "დინამოს" 22 ივნისს დაუბრუნდება

altგიორგი წიტაიშვილი: კოლექტივმა კარგად მიმიღო

altგიორგი წიტაიშვილი: Golden Boy-ს ოცეულში მოვხვდები

მკითხველის კომენტარები / 15 /
ფეხბურთელს იჯარით იმიტომ უშვებენ, რომ თავის გუნდში ადგილი არ არის და სადაც მიდის იქ სჭირდებათ. საიჯარო ხელშეკრულებაში უნდა იწერებოდეს, რომ ამ კაცს ძირითადში მოხვედრაზე პრობლემა არ უნდა ჰქონდეს. წიტოს ძირითადში თამაში პირველ რიგში საკუთარმა გუნდმა უნდა მოითხოვოს, რადგან ფეხბურთელი ფორმის შესანარჩუნებლად ყავს გაშვებული.
ჟორა
12:06 08-04-2023
0
რას ერჩით ამ ბიჭს ძმაო,ერთ-ერთია ხვიჩასთან და ჩაკვესთან ერთად ვინც თამაში იცის,პასი იცის,დარბის.
ლეხში გადასვლამდე ყველაფერი მიდიოდა,ახლა იმ მწვრთნელს სხვა ურჩევნია,თან ეს იჯარით მოსულია,გუნდს არ ეკუთვნის და ნუ დაიწყეთ ახლა- პატარა წარუმატებლობაზე კრიტიკა.
იპოვის შესაფერის გუნდს და ითამაშებს.მეც მინდა ეს ბიჭი პრემიერლიგაში ან ლა ლიგაში,მაგრამ არაა ასე მარტივად ყველაფერი.
Levani
05:26 08-04-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული