სერია A-ს 29-ე ტურში "კრემონეზემ" გასვლაზე "სამპდორია" 3:2 დაამარცხა, სტუმართა გუნდის ქართველმა ლეგიონერმა ლუკა ლოჩოშვილმა კი სადებიუტო გოლი გაიტანა.
ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა, 85-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო კომპენსირებულ დროში სერნიკოლამ გამარჯვების გოლი გაიტანა.
ლუკამ ჩემპიონატზე ჩატარებულ მე-18 მატჩში მოახერხა პირველი გოლის გატანა. კახა კალაძის, ლევან მჭედლიძის და ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ ის მეოთხე ქართველია, რომელმაც იტალიის პირველობაზე გოლი გაიტანა.
"კრემონეზემ" მიმდინარე ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა, 16 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა და 14 აპრილს "ემპოლის" უმასპინძლებს.
გენუა. "ლუიჯი ფერარისი"
სამპდორია - კრემონეზე 2:3
გოლები: 1:0 ლერისი (15), 1:1 გილიონე (35), 2:1 ლამერსი (66), 2:2 ლოჩოშვილი (85), 2:3 სერნიკოლა (90+5)
გ(გულშემატკივარი)
გ- მომდევნო თამაშში ლოჩოს ხო გამოიძახებთ?
ხს-ლოჩოს გამოვიძახებთ.
გ-კობახიძეს ხო არ გამოიძახებთ და კაშიას ნელ-ნელა ხო სკამზე გადასვავთ?
ხს-არა,რას ამბობთ,კაშია ჩვენი გუნდის ლიდერია ისევე როგორც ლორია,სანამ სიარული შეუძლიათ ვათამაშებთ.
გ-ნახევარდაცვაში კვეკვე-აბუს ხო მოგვაშორებთ?
დაცვაში კაშია ტაბიძე არ გუნდათ,აბუ-კვეკვეს გვილიასაც დავამატებთ მომავალში და საერთოდ,
თქვენი გინდათ ვათამაშოთ გოჩოლეიშვილი, ნახევარდაცვაში ცენტრში კიტე-გაგნიძე-ჩაკვე,წინ ჟორჟი და ბუდუ და ჩვენ საქართველო ვართ,ბრაზილია კი არა-მასეთი გუნდის გამოყვანა არ შეიძლება,
ჩვენ ვართ საქართველო
ითამაშებს ლორია-კაშია-კობახიძე-აბუ-კვეკვე-გვილია-ზურიკო.
ჭკუით თუ არ იქნებით ოქრიაშვილს ქვილითაიას და ყაზაიშვილსაც დავაბრუნებთ.
გ-ბილეთი რა ეღირება?