მიქაუტაძის "მეცმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა და "ბორდოს" 4 ქულით ჩამორჩა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის 30-ე ტურში „მეცი“ გასვლაზე „პოსთან“ ფრეს დასჯერდა - 1:1.

სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ 89-ე წუთამდე ითამაშა, თუმცა ამჯერად გოლის გატანა ვერ შეძლო.

61 ქულით ლიდერი „ჰავრია“, 56 ქულით მეორე ადგილზე „ბორდოა“, 52 ქულით მესამეზე „სოშოა“, ხოლო ამდენივე ქულით მეოთხეზე „მეცი“.

„მეცი“ 15 აპრილს „ბორდოს“ უმასპინძლებს.

პო. „ნოსტ კამპი“
პო - მეცი 1:1
გოლები: 0:1 პრაიორი (58, საკ. კარში), 1:1 ჟორჟი (80)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული