პირველ ტაიმში სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა გატანა ვერ შეძლეს. შესვენების შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ, მელერომ თავისი გუნდი დააწინაურა, მერე მამარდაშვილმა პუიგმალის დარტყმული რთული ბურთი მოიგერია. თუმცა, ცოტა ხანში კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე გიორგიმ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა და მისი კარი ბაბიჩმა დალაშქრა. 61-ე წუთზე კასტილიეხომ ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში "ვალენსია" ბევრს და უშედეგოდ უტევდა და მარცხი განიცადა.
„ვალენსია“ გასავარდნ ზონაში დაქვეითდა, 27 ქულით მე-18 ადგილზეა და 16 აპრილს „სევილიას“ უმასპინძლებს.
ალმერია. „ხუეგოს მედიტერანეოსი“. 14 309 მაყურებელი
ალმერია - ვალენსია 2:1
გოლები: 1:0 მელერო (49), 2:0 ბაბიჩი (58), 2:1 კასტილეხო (61)