ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში "მილანმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და 1:0 გაიმარჯვა. მატჩის შემდეგ "როსონერის" განაპირა მცველმა დავიდე კალაბრიამ Prime Video-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, იტალიელი ქართველს 81 წუთის განმავლობაში მეურვეობდა.
"ამ სტადიონზე თამაში ადვილი არ არის. საკუთარი თავის გაუმჯობესებისთვის ბევრი ვიმუშავე. ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში სტიმულს მაძლევს. ეს ნამდვილად სასიამოვნო იყო" - განაცხადა კალაბრიამ.
შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "მილანის" საპასუხო მატჩი 18 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
"გაანიავა საგოლე მომენტი, რომელსაც მატჩის ბედის შეცვლა შეეძლო" - როგორ აფასებს იტალიური მედია "კვარას" თამაშს
კაცნაკლული "ნაპოლი" "მილანთან" მინიმალურად დამარცხდა - ყველაფერი "დიეგო მარადონაზე" გადაწყდება [VIDEO]
ღმერთმა ქნას და მე ვცდებოდე ჩემს ანალიზში.
ხვიჩას დიდ წარმატებებს ვუსურვებ!
ეხლა დგება გარდამტეხი მომენტი ან ყალიბდები სუპერ კლასის ლიდერად ან მეორე ხარისხოვან კარგ ფეხბურთელად.