fichajes: "ლივერპული" მზადაა გუნდის გადასაწყობად კვარაცხელია 130 მილიონად შეიძინოს

AutoSharing Option
ესპანური fichajes-ი იტყობინება, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას "ლივერპულის" მთავარი სამიზნე "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გახდება და თუ 130 მილიონ ევროდ შეიძინეს, ეს სერია A-ს რეკორდი იქნება.

გამოცემა წერს, რომ "ლივერპული" ახალგაზრდა ქართველის ხელში ჩაგდების სურვილითაა შეპყრობილი, რომელიც უკანასკნელი თვეების ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი უდიადესი სენსაციაა, "ნაპოლის" ლიდერია, გუნდს ჩემპიონობისკენ მიუძღვის და ევროპის წამყვანი კლუბები მისი სამსახურით დაინტერესდნენ.

"კვარაცხელიასადმი "წითლების" ინტერესი იმდენად მაღალია, რომ მზად არიან საკმაოდ კარგი წინადადებით მიმართონ, რათა მომავალ სეზონში "ენფილდის" ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად აქციონ. იურგენ კლოპის გუნდმა გასულ
სეზონში სადიო მანე დაკარგა, ახლა რობერტო ფირმინოს გარეშე დარჩება, ამიტომ თაობათა ცვლისთვის და შეტევის ხაზის გადასაწყობად ახალი, დიდი ტალანტი სჭირდება.

კვარაცხელიას "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული. შესანიშნავი თამაშიდან გამომდინარე, მისმა ფასმა მკვეთრად მოიმატა, კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის მოთხოვნების გათვალისწინებით კი, ტრანსფერის გასაჩარხად "ლივერპულს" და სხვა დაინტერესებულ კლუბებს ზაფხულში სერიოზული თანხის გაღება მოუწევთ. ბრიტანელები მზად არიან 130 მილიონი გადაიხადონ და ამ შემთხვევაში "კვარა" სერია A-დან ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი გახდება".

მკითხველის კომენტარები / 30 /
აქ რამოდენიმეს უხდიან ფულს რომ კვარაცხელიაზე სწრაფად დაწეროს საქებარი სიტყვები..ერთერთი არის-!! ამ ინიციალებით.კვარაცხელიას დაქირავებული ყავს დაადასტურ ა თვითონ…
Gaga
13 აპრილი 2023 23:48
35
რას ბოდავ?!
?1
14 აპრილი 2023 03:41
3
მაგ სიმართლით იარე
ოჰოჰ
14 აპრილი 2023 00:59
3
ეს საიტი ხვიჩას კერძო ფანკლუბია:)))
კვარაჰოლიკი
13 აპრილი 2023 23:32
27
კვარა უფრო მოუხდება ინგლის უფრო სწრაფია
gigi
13 აპრილი 2023 23:28
2
კვარა უნდა გადავიდეს კლოპთან ჩემი აზრით ნაპოლიდან ოსიც წავა და ამ გუნდის მომავალი სეზონი იქნება ჯახირი და იგივე რასაც ის ბოლო სამი შეხვედრაა აჩვენებს ანუ მაქსიმიმ ოთხეულისთვის მებრძოლი შემადგენლობა. გუშინ ვინისიუს 2 გაშმაგებული პერსონალური მცველი არ იყვანდა და ზოგადად არც იყვანს არავინ ისე როგორც ხვიჩას და ეს ხდება იტალიურ არასრულ ერთ სეზონში, ტიპები "გალიებით" და "სედკებით" დაზდევენ აი ესაა იტალიური კატენაჩო იგივე ლეაოს არავინ არ იყვანს პერსონალურად არცერთ შეხვედრაში დააკვირდით და არ ვამბობ ამას იმიტომ რომ კვარა ქართველია. ნაპოლი იქცა გუნდად რომლის წევრები ოსიმენის გარდა უკვე თამამად შეიძლება ითქვას მიზანმიმართულად ზღუდავს ხვიჩას ეფექტურობას შეტევაში ეს ნონსენსია მაგრამ ფაქტებს ვერსად გავექცევით. კვარაზე პოზიციური შეტევის დროს 2X1 სიტუაციები ხშირადაა, ბევრი გუნდი ცდილობს კვარას გალიაში მოქცევას და უნდა ვაღიაროთ მილანს სამივე მატჩში გამოუვიდა ეს. მაგრამ გული იმაზე მწყდება როცა არის კონტრიერიშების შესაძლებლობა 1X1 ზე სიტუაციები რაც გუშინაც იყო კვარა ხშირ შემთხვევაში დაიგნორებულიაა, რატომღაც ლოსანოს ფლანგს უფრო ირჩევენ ეს ლუზერები, კვარას პლიუსები რა არისს, ოდნავი სივრცე ერთი ერთზე თამაში, რის საშვალებასაც პოზიოციურად თამაშის დროს არ აძლევენ, მაგრამ კონტრიერიშებზე როცა იყო კალაბრიასთან 1X1 ზე ვარიანტები პას არ აძლევდნენ, და ეს იმიტომ ხდება ზედმეტად მორიდებული და თავმდაბალია, რატომღაც ამ ღირსეულ თვისებებს დღევანდელ ცხოვრებაში სისუსტედ აღიქვავენ. ამიტომ ესე ცხოვრება არ გამოდგება გუნდის ერთერთი ლიდერი ხარ ოსიმენთან ერთად დაუყვირე იმ ნახევარმეტრიან ლუზერ რუის პასი მომეცითქო. ხოხედავ ოსიმენი ხელებს ძირს არ უშვებს ყველას პასს თხოვს და სულ ტონუსშია იცის მისი ფასი და რუის და ელმასის ნაირ სრედნიაკებს არც აბედიებს ესეთ იგნორს მიტომ მოედანზე თუ არა გასახდელში მოთხოვს პასუხს და ამაზე ვერც ის მელოტა ვერ გასცემს პასუხს. უფრო მეტი უნდა მოითხოვო ესე არაფერი გამოვა.
Charley
13 აპრილი 2023 23:18
2
როგორ არ დაიღალეთ ამ ჭორებით აცალეთ ამ ბიჭს ცხოვრება და თამაში.....
ტარო
13 აპრილი 2023 23:14
14
ნეტა მართალი იყვეს, ლივერპულს დახატავს კვარა. ნაპოლის ატმოსფერო მოსაწონი არაა, რამდენიმე ფეხბურთელს შორის დაძაბულობა იგრძნობა, კვარაც შებოჭილივითაა.. სპალეტი ვერაა მოწოდების სიმაღლეზე დისციპლინის მხრივ, მისთვის პირველი სკუდეტოა თან და იმის იქით ვეღარ აზროვნებს. კვარა ლივერპული თუ მიგიწვევს გადადი....
შენ უკეთ იცი, წარმატება
rable
13 აპრილი 2023 22:49
3
ჰო, მარიო რუი და ზელინსკი ხვიჩას ღიად ებრძვიან
გიორგი
13 აპრილი 2023 23:18
2
მგონია, რომ ძალიან მაგარი რამე გამოვა.
100%
13 აპრილი 2023 22:05
2
მეც ასე მგონია, მაგრამ მომავალი წლიდან.
აჩი
13 აპრილი 2023 22:43
4
ჟოტა და დიასი ჰყავს მარცხენა ფრთაზე. მაგრამ მათ ცენტრში შეუძლიათ თამაში მაზილა ნუნიესთან ერთად. ხვიჩა დახატავს ლივერპულს და კლოპის ხელში კიდევ უფრო გაიზრდება. აბა სპალეტი არაფერი მწვრთნელი არაა და ნაპოლიში სტაგნაცია აქვს უკვე.
ვანჩოპე
13 აპრილი 2023 21:55
4
კლოპი ზუსტად ის მწვრთნელია ვინც ხვიჩას უფრო გამოიყენებს სპალეტისგან განსხვავებით და სხვა სიმაღლეზე აიყვანს. კლოპის ხელში ''რუი'' ვერ გაიჭაჭანებს. ასეთი დაიგნორება კლოპის ხელში არასოდეს ექნება არც ხვიჩას და არც სხვა რომელიმე ფეხბურთელს. ის მოთამაშე აღმოჩდება სკამზე. ფასიც მშვენიერი ყველასათვის, როგორც ნააპოლისათვის ასევე ხვიჩასთვის. დიახ ბევრს რომ გადაიხდიან მაშინ აფასებენ უფრო მეტად ფეხბურთელს და ვიღაც არასოდეს ნაფეხბურთალი რუები კუთხურთან არ მიუვარდებიან ხვიჩას მე უნდა ჩავაწოდო კუთხურიო. ლიდერს თუ ვერ ცნობენ გუნდში და არ აღიარებენ კაცუნიები ის გუნდი არ იმსახურებს ისეთ ლიდერს. ხვიჩა გაბრაზებული იყო შეცვლის შემდეგ.
G.LA
13 აპრილი 2023 21:28
3
უნდა წავიდეს, ისეთი გუნდი როლის ფანებიც ასეთ გადამწყვეტ მომენტში საკუთარ გუნდს აბონემენტის გამო ობსტრუქციას უწყობენ არ არიან კვარას ღირსები.
ეეე
13 აპრილი 2023 21:26
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული