კვეკვესკირის "ლეხი" "ფიორენტინას" ვერ გაუმკლავდა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის პირველ 1/4-ფინალურ მატჩში „ლეხი“ სახლში „ფიორენტინასთან“ 1:4 დამარცხდა.

მასპინძელთა გუნდში 76-ე წუთამდე ითამაშა ნიკა კვეკვესკირმა, ხოლო გიორგი წიტაიშვილი მწვრთნელმა ჯონ ვან დენ ბრომმა სათადარიგოთა შორის დატოვა.

„ლეხისთვის“ ევროტურნირის ამ ეტაპზე გასვლა დიდი მოვლენაა. თითქმის პირთამდე სავსე სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იყო და სტუმრები დებიუტში კაბრალმა დააწინაურა. მათ მეორე გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ ბრეკალოს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. სწრაფი კონტრშეტევისას კი ველდემ ანგარიში გაათანაბრა. ფლორენციელებმა პირველი ტაიმის ბოლოს სახიფათოდ შეუტიეს და გონსალესმა თავურით თავისი გუნდი წინ გაიყვანა.

მეორე ტაიმში „ფიორენტინა“
უფრო დამაჯერებელი გახლდათ და ბედნარეკის კარი ბონავენტურამ და იკონემ დალაშქრეს. მოკლედ, კლასმა თავისი გაიტანა და 20 აპრილს ჩასატარებელი საპასუხო შეხვედრა ფორმალობას წარმოადგენს.

პოზნანი. „პოზნანი“
ლეხი - ფიორენტინა 1:4
გოლები: 0:1 კაბრალი (5),1:1 ველდე (20), 1:2 გონსალესი (41), 1:3 ბონავენტურა (59), 1:4 იკონე (63)

მკითხველის კომენტარები / 3 /
წარუმატებლობები ლეხს! ქართველი ფეხბურთელების არასათანადო დაფასებისთვის!
შაკო
12:52 14-04-2023
1
კაია იტალიელებმა უნდა დადონ ეს ტურნირი,ლეხი აქამდეც რო გაძვრა ეგეც საკვირველია,წარმატებები კვეკესკირს პოლონეთის დოღლიგაში,ნაკრებში ზამენას შეეჩვიოს კიდე მუხრუჭა,იმედია წიტაიშვილი თავს მალე უშველის დაღუპეს ბიჭი უკრანულ/პოლონურმა გუნდებმა,უკრაინა სამწუხაროდ ქართველი ფეხბურთელების ჭაობია შეიგნეთ ვაი მენეჯერებო,ლეხის მესმის იჯარით ჰყავს,კონტრაქტში არაფერია სავალდებულო თამაშზე ჩადებული და მაგარი ჰკიდია,თავისას ათამაშებს,ნაგვები კი სამაგიეროს უხდიან საქართველოს ნაკრების არჩევისთვის....ასე რომ იმედია ამ სეზონის ბოლოს გიო თავისუფალი აგენტი გახდება და თავს უშველის...აი თუ მაშინაც სადმე ისევ სკამზე დასვეს ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს და აღარ ყოფილა საშველი და დამტავრებულა ამის კარიერა...მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ არ ვცდები...
ნიკო
09:53 14-04-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული