"მალე კლოპი პირადად დაუკავშირდება, ხვიჩას გადაწყვეტილება მიღებული აქვს" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
გუშინ ინგლისურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ლივერპული" მზადაა, "ნაპოლის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ "პარტენოპეის" 130 მილიონი ევრო შესთავაზოს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ანტონიო გალომ გააკეთა. მისი თქმით, ქართველს მალე პირადად იურგენ კლოპი დაუკავშირდება, თუმცა "კვარას' გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ჯერჯერობით გუნდის შეცვლას არ გეგმავს.

"ეს ინფორმაცია ბრიტანელმა კოლეგებმა გაავრცელეს. სავარაუდოდ, ტრანსფერის ინიციატორი პირადად "სქაუზერთა" თავკაცი იურგენ კლოპია. ქართველის სურვილია "ნაპოლიში" დარჩეს, თუმცა მალე პირადად გერმანელი სპეციალისტი დაუკავშირდება და მის დაყოლიებას ეცდება. მოსალოდნელია, რომ "ლივერპული" ზაფხულში სატრანსფერო ფანჯარაზე იაქტიურებს.
ისინი შემადგენლობის რესტრუქტურიზაციას გეგმავენ" - განაცხადა გალომ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით 32 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

altfichajes: "ლივერპული" მზადაა გუნდის გადასაწყობად კვარაცხელია 130 მილიონად შეიძინოს

alt"შეეგებეთ კვარაცხელიას" - ჩემპიონთა ლიგის გვერდი ხვიჩას ვიდეოს აქვეყნებს [VIDEO]

alt"ხვიჩას წინააღმდეგ თამაში სტიმულს მაძლევს" - კალაბრიამ "კვარაზე" ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 27 /
მსგავსი შინაარსის სტატია რომ დადებულიყო მაშინ, როცა ხვიჩამ წელის ტრავმა მიიღო ლივერპულთან შეხვედრაში, აბსოლუტურად სხვა შინაარსის კომენტარები დაიდებოდა. რომ მაგ დოღლიგაში რა უნდა, სადაც ასე უხეშად თამაშობენ.
ეხლა კი, მარიო რუიზე გაბრაზებული, მოწადინებულები ვართ, რომ ინგლისში წავიდეს. :)
ასეთი უცნაურია ცხოვრება.
გოგია
14 აპრილი 2023 14:10
3
დღვანდელი ფიზიკით,ინგლისში თვითონაც იცის,რომ ვერ წავა და საერთოდაც არა მგონია,ძალიან მიუწევდეს გული,ბრიტანეთში.იმდენი ბრძოლა და ფიზიკური გადატვირთვებია,გლადიატორის მომზადება გჭირდება,რომ დარტყმებს გაუძლო.ხვიჩა კი მოთამაშე ფეხბურთელია და იქ გულში არავინ ჩაიხუტებს.მოტყუებისთანავე იქვე მისი მოჩეხვა ხომ დღევანდელი ფეხბურთელის ოქროს წესია და განსაკუთრებით ბრიტანეთში იცავენ, განუხრელად.ეგ კი არა,მილანმა რომ გოლი გაუტანათ,მილანელი ფეხბურთელი,იქვე უნდა წაექციათო,აღიარებული ფეხბურთის სპეციალისტები წერენ.რა ვიცი,ასე ლაპარაკს რომ კოსტა კურტა დაიწყებს,ამის იქით რაღა უნდა იყოს.აღარ უნდათ ნამდვილი ფეხბურთი და ეგ არის.
სოსო
14 აპრილი 2023 13:43
9
ის რომ ლივერპული უფრო დიდი გუნდია ვიდრე ნაპოლი, ამას მგონი ბევრი დავა არ ჭირდება. თანაც კლოპმა იცის ახალგაზრდებთან სათანადო მიდგომა და წესით მისასალმებელი უნდა იყოს ეს ტრანსფერი, თუ შედგება რა თქმა უნდა.
გულშემატკივარი
14 აპრილი 2023 13:42
2
მე ვარ მომხრე ისეთ გუნდში იყოს სადაც ითამაშებს.
ლივერპულში მართლაც რომ ითამაშებს თავისი კალიბრის ბიჭებთან ერთად.
მარიო რუიმ და ზოგ-ზოგმა რუბინი და იევტიჩი მომაგონა მარტო დესპოტს რო აძლევდა პასების.
ისედაც-პრემიერლიგაში ყოველ ჯერზე ეთამაშება სიტის,არსენალს,მანჩესტერს ჩელსის,ნოხლიერებულ ნიუკასლის და რა ვიცი-ჩიტის ადგილი ხო ცაშია.
კლიმატზე რასაც წერთ რუსეთის სკოლა აქვს გავლილი,არ გვეშინია სიცივის და მეორე-
ახლა დაწერენ "პროფესორები" თვით მუდრიკმა ვერ გაქაჩა და ხვიჩამ თავი შეიკავოსო.
კლოპთან უფრო გაიზრდება ვიდრე სპალეტისთან,
მე მომხრე ვარ წავიდეს
Levani
14 აპრილი 2023 13:42
2
აუ ახლა რა იფრენს ბიჭო ლივერპულში?! თან ბრიტანეთს ვიზა ჭირდება. :)))
H
14 აპრილი 2023 13:41
1
ნაპოლი გრანდი არც მარადონას დროს იყო და არც ახლა გახდება თუნდაც ლიგა მოიგოს. ნაპოლი ასეთ დონეზე დიდ ხანს ვერ იქნება სხვა და სხვა მიზეზთა გამო. ლივერპული იყო და არის გრანდი თუნდაც ლიგის ზონაში ვერ მოხვდეს წელს. სპალეტი არ არის მაღალი კლასის მწვრთნელი, ვერ იყენებს სათანადოდ ხვიჩას და ვერ აიყვანს მაღალ დონეზე ხვიჩას. სპალეტი ვერც ფსიქოლოგია კარგი. კლოპი არის მაღალი დონის მწვრთნელი და არის კარგი ფსიქოლოგიც. კლოპი შეძლებს ხვიჩას უკეთესად გამოყენებას და უფრო მაღალ დონეზე აყვანას. რას ფიქრობს ხვიჩა ყველასთვის უცნობია, მაგრამ ნაპოლი რომ მისი ზედა დონე არ არის ამას მგონი თვითონაც უნდა ხვდებოდეს.
G.LA
14 აპრილი 2023 13:16
3
თუნდაც კლიმატის გამო არ არის სასურველი მისი ნისლიან ალბიონზე გადასვლა, მაგრამ მან და ბადრიმ უკეთ იციან თავიანთი საქმე!
aburjga
14 აპრილი 2023 12:53
18
დაანებეთ თავი ხვიჩას...ნათქვამია ჯერ გადხტი და ჰოპა მერე დაიძახეო....ანდაზა შეძახილით ხე გაახმოოო
აბდულაი
14 აპრილი 2023 12:18
10
სად ხართ დაქირავებულო ტროლებო !!-ჰოჰო ხვიჩაზე დაიდო სტატია,დროზე კომენტარებია საჭირო
gaga
14 აპრილი 2023 12:13
13
მე არაფერი უბრალოდ შეხსენება გჭირდებათ რაშიც გიხდიან ის გააკეთოთ…
!!-s
14 აპრილი 2023 13:36
6
და შენ რა გიშავდება, თუ ხვიჩაზე სტატიები იდება?
Lady gaga-ს
14 აპრილი 2023 12:28
5
ყველა გამოხმაურება
ვინაიდან ძალიან მოაზროვნე გეხბურთელია და აშკარად კარგად "კითხულობს" თამაშს , აშკარაა, რომ კვარაცხელიას მაღალი კლასის ა რ ც ე რ თ გუნდში არ გაუჭირდება ადაპტაცია. აქ კითხვა შემდეგნაირად დგას - რამდენად სტაბილურად შესძლებს მისი მომავალი გუნდი ტიტულებისთვის ბრძოლას ? მარტო იყოს და მის იმედზე მთელი გუნდი - დასანანია და არც გამოვა. გვერდით მონიმუმ ორი- სამი მისივე დონის კაცი სჭირდება, რომ სხვადასხვა ტურნირების მუდმივ ფავორიტად ჩაითვალონ.
ვ ა რ ს კ ვ ლ ა ვ ე ბ ი ს საკმარისად მყოლ გუნდში არის სასურველი მისი გადასვლა.
ვალერი კიკალიშვილი
14 აპრილი 2023 12:09
4
ხოდა ლივერპულში არის მისი დონის ფეხბურთელები
კახა
14 აპრილი 2023 15:30
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული