ძველი ჩაკვეტაძე გვიბრუნდება - ნანატრი გოლი გაიტანა და თანაც რა გოლი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სლოვაკეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში „სლოვანმა“, რომელსაც ოფიციალური ინფორმაციის თანახმად მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ავადმყოფობის გამო ვერ უხელმძღვანელა, სახლში ბანსკა ბისტრიცას „დუკლა“ 4:0 დაამარცხა და რაც მთავარია, გიორგი ჩაკვეტაძემ ბრატისლავურ გუნდში გაიტანა, რომელიც ძალიან აქტიური და გამორჩეული იყო. გაიტანა ჯაბა კანკავამაც.

მე-20 წუთზე სტუმრებს წინ გასვლა შეეძლოთ, მაგრამ ფაშკომ პენალტი ვერ გამოიყენა. მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ და 35-ე წუთზე დაწინაურდნენ - საჯარიმოდან ლოვატის ჩაწოდებულ ბურთს კანკავამ თავით ჰრუშკას კარის ცხრიანში მიუჩინა ადგილი. მან მიმდინარე ტურნირზე 22 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში ბრატისლაველებმა
დიდი ძალებით შეუტიეს, ჩავრიჩმა და ვაისმა ანგარიში გაზარდეს. 73-ე წუთზე კი ჩაკვეტაძემ დრიბლინგი განახორციელა და ულამაზესი გოლი გაიტანა. მოკლედ, გიორგიმ ნავსი გატეხა და „სლოვანში“ სადებიუტო გოლი კანკავას პასის შემდეგ გაიტანა. მას გოლი ბოლოს კლუბში გასული წლის აპრილში „ჰამბურგის“ რიგებში ჰქონდა გატანილი.

Sportall.Ge

კანკავამ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს, გურამ კაშია კი 77-ე წუთზე შეცვალეს.

„სლოვანი“ 57 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ დაკ-ს 3 ქულით ჩამორჩება, 19 აპრილს სტუმრად თასზე „სკალიცას“ დაუპირისპირდება, ხოლო 23 აპრილს ჩემპიონატზე „ზილინას“.

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“. 5044 მაყურებელი
სლოვანი - დუკლა 4:0
გოლები: 1:0 კანკავა (35), 2:0 ჩავრიჩი (56), 3:0 ვაისი (59), 4:0 ჩაკვეტაძე (73)
გამოუყენებელი პენალტი: ფაშკო (20)

მკითხველის კომენტარები / 20 /
წარმატებები გიორგის...რაც შეიძკება მეტი უნდა იმუშაოს. ტალანტი არ აკლია.
თეიმურაზ
18 აპრილი 2023 00:53
0
ჩაკვეს დონის საფეხბურთო აზროვნება, ქართულ ფეხბურთში, დღეს არავის აქვს, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი რომ ბოლო 20 წელია არც არავის ჰქონია. კვარა უდიდესი მომავალის მქონე ფეხბურთელი გვყავს ქართველებს, რომელიც ღრმა პატივისცემას და მხარდაჭერას იმსახურებს თუმცა ჩაკვეზე მეტი როგორც ტალანტი არავინაა ქართულ ფეხბურთში. ის სულ 19 წლის იყო როცა უდიდესი პატივისცემა დაიმსახურა ნაკრების მომავლ წინსვლაში შეტანილი წვლილის გამო. უმძიმესმა ტრამვამ მასზე ძლიერ იმოქმედა თუმცა დაკვირვებული თვალისთვის აშკარაა რომ მას სჭირდება ჯანმრთელობა და მეტი მუშაობა რომ მსოფლიო დაონის ფეხბურთელი გახდეს 1-2 წელში.
წარმატებები გიო! მეტი,თავდაუზოგავი შრომა... და შენ ყველა სიმაღლეს მიწვდები
nika
17 აპრილი 2023 16:59
4
ვფიქრობდი დავწერო კომენტი რასაც ვფიქრობ თუ არათქო და დავწერ რადგან ძაან მაინტერესებს მკითხველის აზრი: მოკლედ რაც არ უნდა არასასიამოვმოდ და ცუდად ჟღერდეს, სამწუხაროდ გიოს დიდი ფეხბურთი ესაა რა. ამ დონეს ვეღარ ლახავს. ვერ პროგრესირებს. ამ თამაშშიც , მონღოლებთანაც თუ დააკვირდებით ვერა რა. კლასი არ ყოფნის. რა მომენტებს აფუჭებს, აი დააკვირდით. მე ძაან მწყინს ეს,მარა რეალობა ესაა. იმ წლებმა დაღი დაასვა და მისი მაქსიმუმი ესაა რა: აღმოსავლეთ ევროპის საშუალო დონე, თუმცა ნაკრებისთვის მაინც ალბათ სასარგებლო. ნუ პირველი მომენტი რაც მაგან გამაზა ამ თამაშში ეგაა კლასის ნაკლებობა. რა ვქნა მგონი გიოს მაქსიმუმია სლოვანი. დაწერეთ თქვენი რეალური მოსაზრება
მათე
17 აპრილი 2023 15:25
13
ჩაკვე წარმატებები მაგრამ მისგან ასე აუ ჩაკვე და ეს გადსგვარჩენს და უი ჩაკვე არ უნდა ამდენი აჟიოტაჟი ბოლობოლო ყაზახეთს და ლატვიას რო გაუტანა ასეთი გასაგიჟებელი მოლიდინი არ ჭირდება თორემ ისევ ჩვენ დავრჩებით გულ ნატკენები.. რადგან რაც უფრო ნაკლები მოლოდინი გვაკ მიტ უკეთესად გამოუვა ჩაკვესაც . და კვარასაც ეხება და ზოგადად ყველას... ყოველთვის ჯობია ნაკლები მოლოდინი და შედეგი მეტი. ჩვენ პირიკით ვარ ზედმეტი მოლოდინი და შედეგი ნული ესა რეალობა... სამწუხაროდ
Ruu
17 აპრილი 2023 14:44
0
არავის საწყენად არ მინდა ვთქვა, მაგრამ ჩაკვე რომ სჯობდა დაგვეყენებია ცენტრში კვეკვეს მაგივრად ბევრად უფრო საინტერესო თამაში გვექნებოდა. წარმატებები გიო, მიდი გენაცვალე, კიდევ მეტი გვინდა შენგან... ეს "ოქროს თაობა" თუ არ გამოვიყენეთ ქართული ფეხბურთის ასაღორძინებლად, უნდა ველოდოთ კიდევ 30-40 წელი...
როდისმე თუ განმეორდება : დაარტყა იამანიძემ, მიიღო კალოევმა, კალოევმა გადასცა მესხს, მესხმა მოატყუა ერთი, მოატყუა მეორე, მოატყუა მესამე, მეოთხე, მეკარე, დარტყმა... არის!!! წარმატებები ჩვენს ფეხბურთელებს
Mr.kostaia
17 აპრილი 2023 14:06
3
Chakve sayrdenad magari azria midi miige licenzia!!!erti goli da mokled tan sad bijo !!!chakves padkati ginaxia???
L.J .
17 აპრილი 2023 20:09
0
თან რა მაგარ გუნდზე გაუტანია. დუკლა ის გუნდი არაა ლიგის ფინალი რო უნდა ითამაშოს სიტისთან?
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
17 აპრილი 2023 12:59
27
მარეთლაც ძველი ჩაკვეტაძის გატანილ გოლებს გავდა, წარმატებები გიორგის
aleksandre
17 აპრილი 2023 10:09
0
ჩაკვე არის ინტელექტუალი, წინასწარ იცის რა მოხდება. გენიოსია!
კვარაისტი
17 აპრილი 2023 07:27
3
ცუდი გოლი არ იყო,მაგრამ აუ რა გოლი გაიტანა,ისე წერია სათაურში,ვიფიქრე ესეთი არ გაუტანიათქო, რაც შეეხება იმას რომ აუცილებლად ძირითადში უნდა იყოს ნაკრებში,ეს მწვრთნელებმა უნდა გადაწყვიტონ,მაგრამ თითქმის 1 წლის თავზე,რომ შემტევი ნახევარმცველი სადებიუტო გოლს გაიტანს,ეს ვერაა მყარი არგუმენტი ნაკრების ძირითადში მოსახვედრად.
ისე არ გამოვიდეს,რომ თითქოს ჩაკვეტაძის რამე საწინააღმდეგო მქონდეს,მეტი სტაბილურად კარგი თამაშია საჭირო და პროფესიონალურად ცხოვრება.ფაქტია,რომ 2 წლიანმა პაუზამ ძალიან იმოქმედა მის კარიერაზე.წარმატებებს ვუსურვებ და იმედია დაბრუნდება ძველი ჩაკვეტაძე,როდესაც მთელი სტადიონი ფეხზე წამოვუდექით მის შეცვლას და მის სახელს სკანდირებდა.
საქართველო
17 აპრილი 2023 04:17
17
ძალიან უშინაროს უკლასო და უსახულ ფეხბურთს თამაშობს სლოანი ამ გუნდში გიორგის ადგილი არ არის ამ სლოანს გენტი ჯობია ბევრად ელემეტარულად პას არ აძლევენ ან უგვიანებენ ყველა თავისთვის "ყომარობს" მადლობა ვაისს რომ მთელი სეზონი ათამაშა და ენდო მაგრამ ამ გუნდში მე ვერ ვხედავ იმის პოტენციალს რომ გიორგიმ მოუმატოს ფიზიკურად ფორმა რომ აღედგინა და სათამაშო ტონუსში მოსულიყო და ფიზიკაში მოძლიერებულიყო და ძველი კონდიცები დაებრუნებინა ეს აშკარად გამოუვიდა მაგრამ ამ გუნდში კარიერის გაგრძელება სისულელეა.
ჯობია წავიდეს ლიგა-2 ში სეგუნდაში ან თუნდაც მე 2 ბუნდესლიგაში ვიდრე მანდ დარჩეს.
zaza
17 აპრილი 2023 02:24
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული