"მილანთან" მატჩის შემდეგ "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გამოუყენებელი პენალტის გამო სოციალურ ქსელებში გააკრიტიკეს. ქართველს გაზეთ Il Mattino-ს ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ანა ტრიესტე გამოექომაგა.
"12 მომენტზე მეტი, 3546 შეურაცხყოფა, მხოლოდ ერთი გოლი 90-ე წუთზე. მაინც მადლობა, ბიჭებო.
ხელები შორს კვარაცხელიასგან. კარგი, პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ ამ საღამომდე რომ მოვედით და რამდენიმე საათი ვიოცნებეთ, ეს პირველ რიგში მისი დამსახურებაა".