"მარადონას" ბოლო იმედი წაართვა" - როგორ აფასებს იტალიური მედია ხვიჩას თამაშს

AutoSharing Option
გუშინ, 18 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებით მატჩში "ნაპოლიმ" "მილანს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. "პარტენოპეის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ კარგი მატჩი ჩაატარა; მეტიც, ქართველმა შემტევმა ორივე გუნდის შემადგენლობიდან ყველაზე მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. ამჯერად გთავაზობთ იტალიური მედიის შეფასებას:

"ხვიჩამ ხელიდან ოთხი კარგი შანსი გაუშვა, მათ შორის - პენალტიც, რომელიც 1/2-ფინალის საგზურისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. თუმცა "ნაპოლის" რიგებიდან ყველაზე მეტს ცდილობდა და სხვებზე დამაჯერებელი იყო" - Areanapoli 6 ქულა.

"თავიდან კარგად დაიწყო, თუმცა ხელიდან რამდენიმე კარგი მომენტი გაუშვა. თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გატანა
ვერ შეძლო, რითაც "მარადონაზე" შეკრებილ გულშემატკივარს ბოლო იმედი წაართვა" - Goal Italia 4.5 ქულა.

"კალაბრიას წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო, ბოლო იმედის პენალტი კი ვერ გამოიყენა" - Calcionapoli 5 ქულა.

"პიოლიმ მის წინააღმდეგ ორმაგი, ზოგჯერ კი სამმაგი დაცვაც გამოიყენა, თუმცა ის მეტოქეებს მაინც სცდებოდა. მეორე ტაიმში გალიიდან თავის დაღწევა მოახერხა. გუნდს აფხიზლებდა და ბოლო შანსს უნარჩუნებდა. მატჩის გადამწყვეტ მომენტში მის მიერ გაფუჭებულმა თერთმეტმეტრიანმა ქომაგებს იმედი წაართვა" - Corriere dello Sport-ი 5 ქულა.

"მთელი მატჩის განმავლობაში დრიბლინგების შესრულებას და შანსების შექმნას ცდილობდა, თუმცა კალაბრიას ხშირად ვერ სცდებოდა. ზოგიერთ მომენტში თამაში თავის თავზე აიღო და თანაგუნდელები არ შეიმჩნია. გაფუჭებულ პენალტს მატჩის ბედის შეცვლა შეეძლო" - Sportmediaset-ი 4.5 ქულა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე 35 მატჩი ჩაატარა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და 16 საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"ხელები შორს კვარაცხელიასგან, აქამდე მან მოგვიყვანა" - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩას გამოექომაგა

altკვარაცხელია: რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს

alt"ნაპოლის" მხრიდან ერთადერთი იყო, ვინც რაღაცის შექმნას ცდილობდა

მკითხველის კომენტარები / 32 /
აპრილში ნაპოლიმ მილანთან ითამაშა სამჯერ. სერია ა-ში განადგურდა, ხოლო ლიგიდან გამოვარდა.
ამ სამ თამაშში ნაპოლის ლიდერმა (ხვიჩამ) ვერ გაიტანა გოლი, ვერ გააკეთა საგოლე პასი. უფრო მეტიც, რამდენიმე ასპროცენტიანი შანსი გააფუჭა და ბოლოს ეს ყველაფერი პენალტის ვერგატანით "დააგვირგვინა".
და ეხლა რა გინდათ ? აღარც გააკრიტიკონ ?!
აი ცდილობდა და ყველაზე მეტს აქტიურობდა - ეგ ბაზარი "გრამაფონშია". როცა ლიდერი ცდილობს, დაახლოებით იმავე შედეგს იღებს რაც ლეაომ მიიღო მაგ სამ მატჩში.
მაგრამ თქვენ ის ხალხი ხართ, ფაჩულიას რომ წიხლით ტენიდით ოლსტარში და მთელი საკალათბურთო სამყარო ახარხარეთ )) რა გასაკვირია რომ კვარაცხელია მარადონას და პელეს სუპერჰიბრიდი გგონიათ და მასზე ძვირი არავინ უნდა თქვას ))
ძალიან სუბიექტური "ნაროდი" ხართ რაა...
ცუცურმა
14:08 19-04-2023
25
ვინ მისცა მარადონას ეგ იმედი, იქნება ეგეც აღნიშნონ?
Რაგბის ფანი
14:39 19-04-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული