![](https://sportall.ge/pictures/image5/973d97123e0cc5fd6d51d7c2c155c102.jpg)
დონბასური გუნდის მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი მწვრთნელმა იგორ იოვიჩევიჩმა ისევ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და 74-ე წუთზე თავდამსხმელ მარიან შვედით შეცვალა. გოჩოლეიშვილმა ჩემპიონატის მეშვიდე მატჩში მიიღო მონაწილეობა.
მე-12 წუთზე სტუმრები ტარას სტეპანენკომ დააწინაურა, 82-ე წუთზე კი ოლეკსანდრ ანდრიევსკიმ საჯარიმოდან საპასუხო გოლი გაიტანა.
„შახტარი“ 53 ქულით ლიდერია და 28 აპრილს სტუმრად „კოლოსს“ დაუპირისპირდება.
კიევი. „ვალერი ლობანოვსკი“
დინამო - შახტარი 1:1
გოლები: 0:1 სტეპანენკო (12), 1:1 ანდრიევსკი (82)