ტურინში "იუვენტუსის" 1:0 დამარცხების შემდეგ "ნაპოლიმ" შეიძლება სკუდეტო 30 აპრილს მოიპოვოს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს მხოლოდ დროის საკითხია და მადლიერი გულშემატკივრები საყვარელი გუნდის დასახვედრად აეროპორტში წავიდნენ.
ნეაპოლური მედია იტყობინება, რომ ნეაპოლში ათასობით ტიფოზი ქუჩებში გამოვიდა, ხოლო მათი ნაწილი უკვე აეროპორტშია.
"33-წლიანი ლოდინი მალე დასრულდება, "ნაპოლი" ისევ ჩემპიონი გახდება. მიუხედავად ჩემპიონთა ლიგაზე "მილანთან" მარცხისა, სპალეტის გუნდმა აბსოლუტური მხარდაჭერა და სიყვარული დაიმსახურა", - წერს areanapoli.