"ისეთი დამანგრეველი აღარ არის, როგორიც სეზონის პირველ ნახევარში იყო" - რას წერს იტალიური მედია "კვარაზე"

AutoSharing Option
გუშინ, 23 აპრილს, სერია A-ს 31-ე ტურში, "ნაპოლი" "იუვენტუსს" ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 85 წუთი გაატარა. იტალიურმა მედიამ ხვიჩას თამაში დადებითად შეაფასა, თუმცა ზოგიერთი გამოცემა აღნიშნავს, რომ მისგან უფრო მეტს ელოდებიან.

"მის წინააღმდეგ მეტოქე მუდამ ორმაგ, სამმაგ მეურვეობას მიმართავდა. კუადრადოს სიმულაციებს თავი აარიდა და სიმწიფის გამოცდა კიდევ ერთხელ ჩააბარა. მუდამ ცდილობს, რომ თანაგუნდელებისთვის ხელმისაწვდომი იყოს" - Areanapoli 6 ქულა.

"ბურთს 73-ჯერ ეხება და მუდამ არაპროგნოზირებადია. გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება ვერ მოახერხა, თუმცა
ქართველს მუდამ ორი ან სამი ფეხბურთელი მეურვეობს, რაც გუნდის თამაშზე დადებით გავლენას ახდენს" - Tuttonapoli 6.5 ქულა.

"მის წინააღმდეგ მუდამ ორმაგი მეურვეობაა დაწესებული. ქართველი ნაკლებად დამანგრეველი მოთამაშეა, ვიდრე სეზონის პირველ ნახევარში იყო. "იუვენტუსთან" ბევრს ცდილობდა, თუმცა უმეტესად არაფერი გამოუვიდა" - Eurosport-ი 6 ქულა.

"დრიბლინგის ღილაკი მუდამ ჩართული აქვს, თუმცა ესთეტიკა პრაქტიკას ხშირად სჭარბობს" - Corriere Della Sera 6 ქულა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ჯამში 36 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altნეაპოლში საგიჟეთია - ქალაქი ეგებება თავის გმირებს

altმეტად სასარგებლო ხვიჩა - "ნაპოლი" შეიძლება 30 აპრილს ჩემპიონი გახდეს

altკვარაცხელია ან ოსიმენი, შეიძლება ორივეც - "ჩელსი" ზაფხულში K.O. დუეტის ერთად ყიდვას გეგმავს

მკითხველის კომენტარები / 12 /
"დრიბლინგის ღილაკი მუდამ ჩართული აქვს, თუმცა ესთეტიკა პრაქტიკას ხშირად სჭარბობს" - Corriere Della Sera, რატომ ხდება ეს? სპალეტი წარმოშობით არის ჩრდილოეთ იტალიიდან და იქაური ხალხი ნახევრად ავსტრიელები არიან ან ნახევრად გერმანელები, შესაბამისად სპალეტი კვარას სთხოვს უფრო პრაგმატულად ითამაშოს ფეხბურთი და არა შემოქმედებითად როგორც მას სჩვევია და როგორც მას უხდება, კიდევ ერთი წელი და გუნდიდან კვარა უნდა წავიდეს რადგანაც მას ზღუდავენ შემოქმედებითი ფეხბურთის თვალსაზრისით.
ფეხბურთი
17:43 24-04-2023
4
ასე მგონია ხვიჩას გარშემო ისეთი აჟიოტაჟი ატყდა, არა მარტო საქართველოში ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ აღმოჩნდა.ამიტომ ზედმეტად მონდომებულია რაც მის თამაშზე ზოგჯერ უარყოფითად მოქმედებს.თითქოს სილაღე და სიმსუბუქე დააკლდა.მაგრამ მალე ნახავთ ცოტა ხანში ისეთივე ხვიჩა დაგვიბრუნდება იმიტომ რომ იშვიათი ტალანტია.
ჩემი აზრით
15:27 24-04-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული