"ისეთი დამანგრეველი აღარ არის, როგორიც სეზონის პირველ ნახევარში იყო" - რას წერს იტალიური მედია "კვარაზე"

AutoSharing Option
გუშინ, 23 აპრილს, სერია A-ს 31-ე ტურში, "ნაპოლი" "იუვენტუსს" ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 85 წუთი გაატარა. იტალიურმა მედიამ ხვიჩას თამაში დადებითად შეაფასა, თუმცა ზოგიერთი გამოცემა აღნიშნავს, რომ მისგან უფრო მეტს ელოდებიან.

"მის წინააღმდეგ მეტოქე მუდამ ორმაგ, სამმაგ მეურვეობას მიმართავდა. კუადრადოს სიმულაციებს თავი აარიდა და სიმწიფის გამოცდა კიდევ ერთხელ ჩააბარა. მუდამ ცდილობს, რომ თანაგუნდელებისთვის ხელმისაწვდომი იყოს" - Areanapoli 6 ქულა.

"ბურთს 73-ჯერ ეხება და მუდამ არაპროგნოზირებადია. გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება ვერ მოახერხა, თუმცა
ქართველს მუდამ ორი ან სამი ფეხბურთელი მეურვეობს, რაც გუნდის თამაშზე დადებით გავლენას ახდენს" - Tuttonapoli 6.5 ქულა.

"მის წინააღმდეგ მუდამ ორმაგი მეურვეობაა დაწესებული. ქართველი ნაკლებად დამანგრეველი მოთამაშეა, ვიდრე სეზონის პირველ ნახევარში იყო. "იუვენტუსთან" ბევრს ცდილობდა, თუმცა უმეტესად არაფერი გამოუვიდა" - Eurosport-ი 6 ქულა.

"დრიბლინგის ღილაკი მუდამ ჩართული აქვს, თუმცა ესთეტიკა პრაქტიკას ხშირად სჭარბობს" - Corriere Della Sera 6 ქულა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ჯამში 36 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altნეაპოლში საგიჟეთია - ქალაქი ეგებება თავის გმირებს

altმეტად სასარგებლო ხვიჩა - "ნაპოლი" შეიძლება 30 აპრილს ჩემპიონი გახდეს

altკვარაცხელია ან ოსიმენი, შეიძლება ორივეც - "ჩელსი" ზაფხულში K.O. დუეტის ერთად ყიდვას გეგმავს

მკითხველის კომენტარები / 12 /
რას ნიშნავს დამანგრეველი აღარაა?, ამათ უნდათ მარტო ხვიჩამ მოაგებინოს სკუდეტო და მანამდე უნდოდათ ლიგის ფინალში გაეყვანა გუნდი. სამი კაცი დასდევს კუდში ხვიჩას, დაცვაში ჩარბის და მაქსიმალურად ეხმარება გუნდს, რამოდენიმე საგოლე გადაცემა გააკეთა. არა ადექვატურები არიან ფანებიც და ჟურნალისტებიც. დი ლორენცოს ამ შეხვედრაში ხვიჩაზე მაღალი შეფასება როგორ დაუწერეს ეგეც გაუგებარია.
4
მგონია, სეზონის პირველ ნახევარში მეტოქის საჯარიმოში უფრო აქტიურობდა, სეზონის მეორე ნახევრიდან უფრო საჯარიმოს გარედან აქტიურობს. შესაბამისად, ნაკლებია გოლიც და საგოლე გადაცემაც. მთავარი მაინც ის არის, რომ სკუდეტო მოგებულია და თავის მოკვლა არ ღირს, ისედაც იმაზე მეტს აკეთებს, რასაც უხდიან.
თენგაბი
10:51 24-04-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული