"ხვიჩა უფრო მაღალი რომ იყოს, ტანში მოხვდებოდა და არაფერი იქნებოდა" - "იუვენტუსის" ყოფილი ფეხბურთელის უცნაური განცხადება გატის უხეშ თამაშზე

AutoSharing Option
სერია A-ს 31-ე ტურში "ნაპოლიმ" "იუვენტუსი" სტუმრად 1:0 დაამარცხა და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა. ერთადერთი გოლი ჯაკომო რასპადორიმ 90+3 წუთზე გაიტანა.

შეხვედრის პირველ ტაიმში ფედერიკო გატიმ ხვიჩა კვარაცხელიას თავში ხელი უხეშად დაარტყა.

იტალიელი მცველის ამ ქმედებაზე რეაგირება არც მსაჯს და არც VAR-ის ჯიხურში მომუშავე პერსონალს არ ჰქონია.

მატჩის შემდგომ "ბიანკონერის" ყოფილმა მცველმა ანდრეა ბარძალიმ ფედერიკოს დაცვა სცადა:

"დარტყმის მიზეზი? არ ვიცი, ალბათ, ბალანსის არქონა... გატის მისთვის სახეში დარტყმა არ ნდომებია. კვარაცხელია უფრო მაღალი რომ იყოს, ტანში მოხვდებოდა" - ამბობს ყოფილი ფეხბურთელი.

მომზადებულია
fcinternews-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 19 /
გატი რომ ნაკლებად უხეში ფეხბურთელი იყოს, ანდრეა ბარძალის ამ სისულელის თქმა არ მოუწევდა.
Georgian
20:43 24-04-2023
1
ვაი შენს პატრონს ბანძ-ალი, შენი ჯერ ფეხბურთელობა რა ვთქვი და მერე მაგ დებილი გატის ადვოკატობა:(((
ბანძ-ალი
20:54 24-04-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული