ერთი წლის შემდეგ: "ნაპოლი" ზეიმობს - ხვიჩას რთული არჩევანი, "კვარადონას" დილემა და გულშემატკივართა "პრეტენზიები"...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას ჯარიმიდან გატანილმა გოლმა ძალიან გაგვახარა. "ნაპოლის" კარგი სეზონი არ აქვს, ეს გავლენას ჩვენებურის თამაშზეც ახდენს, მაგრამ "კვარა" კვლავ გამორჩეულია და მის წინააღმდეგ დიდი "მობილიზებაა". გთავაზობთ სტატიას, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ გამოქვეყნდა და შეგვიძლია, ის მოვლენა, რაც შარშან მოხდა, ახლებურად გავიაზროთ, ამავდროულად კი დღევანდელობასთან პარალელელბი გავავლოთ...

"ნაპოლის" ჩემპიონობის ამბავი საკმაოდ დიდი ხანია, რაც გადაწყვეტილი იყო, "იუვენტუსთან" (1:0) გამარჯვებამ კი ყველაფერ ამას საბოლოო და უფრო სოლიდური სახე მისცა.

ნეაპოლური კლუბი ბოლო დროს საკუთარ თავს არ ჰგავდა, "მილანთან" მარცხისა და
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ კი მნიშვნელოვანი იყო, გუნდის რეაქცია რა იქნებოდა. ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი ერთიანად მოგვარდა, მაგრამ მთავარია, რომ ჟინი ჩანდა. ვნახეთ იმავე შინაარსის შეცდომებიც, ცოტა გამართლება, მსაჯის მიერ კეთილი თვალით შემოხედვაც, რაც უკანასკნელ ხანს პირიქით იყო და გამარჯვებაც, რის შემდეგაც ზეიმი დაიწყო...

სპალეტის სირთულე

დარჩენილი 7 ტური განსხვავებული იქნება. სპალეტის უკვე ძალიან გაუჭირდება, საკუთარი შეგირდების გამარჯვებულის ემოციები მართოს. დიდი რბოლის შემდეგ, ახლა შედეგებით ტკბობის დროა. ეგოისტურ ქმედებებს რომ აღვნიშნავთ ხოლმე, ახლა ის მოიმატებს. მთავარი მწვრთნელი შანსს სათადარიგო მოთამაშეებსაც მისცემს.

"იუვენტუსის" არჩათვლილი გოლისას ნეაპოლელთა კართან ისეთი რამ მოხდა, რაც "მილანთან" არაერთხელ ვნახეთ - მასიური იერიშების შემდეგ მოწინააღმდეგის სახიფათო კონტრშეტევა. რა კრიტიკულებიც უნდა ვიყოთ, ლუჩანომ საჩემპიონო გუნდი მაშინ შექმნა, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელოდნენ. გამოცდილმა სპეციალისტმა საკუთარ შეცდომებზე იმით ისწავლა, კონკურენტებთან მაქსიმალურად დიდი დისტანცია ჰქონდა და ამან ტრადიციული სენის, მეორე ნაწილის სუსტად ჩატარების დაბალანსება მოახერხა. ამის გამო დასკვნით ფაზაში გუნდი ცოტათი გადაღლილი ჩანს, მაგრამ მთავარი მიზანი მიღწეულია.

Sportall.Ge

ხვიჩა თუ ვიქტორი?

ამასობაში, ერთი მნიშვნელოვანი ამბავია გასარკვევი. თვეების წინ, როცა "ნაპოლი" სერია "ა"-ს შთამბეჭდავი ლიდერი იყო, დავწერეთ, რომ კიმ მინ ჯეს თუ სტანისლავ ლობოტკას დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩემპიონატის საუკეთესოს ბედი ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს შორის უნდა გადაწყვეტილიყო. ამ თემაზე მსჯელობა მოგვიანებითაც  შეიძლება, მაშინ კი უპირატესობა ქართველის მხარეს გადავხარეთ. "კვარა" იტალიაში პირველ სეზონს ატარებს, ამის მიუხედავად კი, როგორც შედეგებით (12 გოლი, 10 შედეგიანი პასი) გამოირჩევა, ასევე მისი ფაქტორი გუნდის წარმატებაში დიდია - იერიშებში მონაწილეობა, მასზე გაზრდილი ყურადღება, დაცვით ფუნქციებში აქტიური თამაში... ვიქტორ ოსიმენის ანგარიშზე 21 გოლია. ასეთ დროს მარაგის გაზრდას პენალტის ნიშნულიდან ცდილობენ, რაც ნიგერიელის შემთხვევაში არ ყოფილა. დასაფასებელია ის, რომ "ცხრიანის" მიერ მოპოვებული, დამუშავებული და გატანილი ბურთების დიდი ნაწილი მისი მაღალი საშემსრულებლო ოსტატობის და საოცარი ბრძოლინარიანობის შედეგი იყო. ყველაზე დახვეწილი და დამუშავებული პასები ვიქტორმა ხვიჩასგან მიიღო. თუკი სეზონის წინ წერდნენ, რომ ოსიმენის პრობლემა სტაბილური "ასისტები" იყო, რითაც ის შედეგიანობას გაზრდიდა, ყველაფერი ასეც მოხდა. გარდა ამისა, ქართველი და ნიგერიელი ფეხბურთელები ერთმანეთს ზონებს კარგად უთავისუფლებენ და ამით სარგებლობენ. კარგია, რომ ისინი მეგობრობენ და ეგოისტური გამოვლინებები მინიმუმამდეა დაყვანილი.

ყველაფერი, რაც ზემოთ ვახსენეთ, ბოლო დროს არ გვხვდება. "ნაპოლის" ლიდერებიც ცოტათი ფორმიდან ამოვარდნილი და გადაღლილები ჩანან. მათ დიდი უპირატესობა შექმნეს და ყველაფერი ადრევე გადაწყვიტეს. 33-წლიანი ლოდინის შემდეგ სკუდეტო დიდი ბედნიერებაა, თუმცა ჩემპიონების შედარება ხდება და ნეაპოლელები უნდა ეცადონ, დარჩენილი დრო აღმაფრენით ჩაატარონ. "იუვენტუსის" ორივე შეხვედრაში (საერთო ანგარიშით 6:1) დამარცხება, მათი ახლა 19 ქულით ჩამოტოვება ამისკენ გადადგმული ერთი დიდი ნაბიჯია, ტურინული კლუბი ხომ განსაკუთრებული მეტოქეა, რომელმაც სკუდეტოსკენ გზა მათ ბევრჯერ გადაუკეტა. "მილანთან" უშუალო დაპირისპირებები ჩავარდა, მაგრამ პირველ წრეში მათ "სან სიროზე" (2:1) გაიმარჯვეს. სხვა კი "ინტერის" მასპინძლობა რჩება, რომელთანაც თითქოს უშანსოდ წააგეს.

Sportall.Ge

კვარაცხელიას თამაში

ხვიჩა კვარაცხელიამ ფართო გულშემატკივრების ყურადღება, პირველ რიგში, დრიბლინგების საოცარი უნარითა და მუდმივად თამაშის გამწვავების ფიქრით მიიქცია. დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ქართველი გარემარბის მიმართ ყოველდღიურად დაცვის ახალ ზღუდეებს იფიქრებენ, მასზე გაათმაგებული ყურადღებაა. ამის მიუხედავად, ხვიჩა ხიფათის შექმნას მუდმივად ახერხებს, ძველებურად სწრაფია და ნებისმიერ წამს აფეთქება შეუძლია; ამავდროულად, ფიზიკურად უფრო გაძლიერდა და "იუვენტუსთან" კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რაც მეორე წრეში უფრო ნაკლებად გვინახავს - "კვარას" შესანიშნავი ართმევები აქვს. მართალია, ტურინელები ჯარიმას ითხოვდნენ, თუმცა ქართველი დამაჯერებელი იყო. თავისი თამაშით, რომლის გამოც მას "კვარადონა" უწოდეს, ხვიჩამ თავად განსაზღვრა, მისი შეფასება მაღალი კატეგორიებიდან მოხდეს. შესაბამისად, ბოლო დროის მშრალი სერიის შემდეგ იტალიურ მედიაში კრიტიკის ზრდაც ბუნებრივია.

"ლეაო" - ასე ყვიროდნენ "იუვენტუსის" საშინაო არენაზე, როცა კვარაცხელია მათ ტრიბუნასთან ახლოს იყო. ეს შედარებაა იმასთან, ვინც ამ ტურნირზე გასულ წელს საუკეთესო იყო; იმასთან, ვისთანაც ცოტა ხნის წინ დამარცხდი და გულშემატკივრების მხრიდან ეს ჯანსაღად უნდა აღვიქვათ. ჩვენებურის თამაშმა თავად უზრუნველყო, რომ მის მიმართ ასეთი შედარებები არსებობდეს. ეს ხვიჩას არჩევანია. გვინახავს, როცა მესის სათანადო შეხვედრა არ გამოუვიდა, მის გასაღიზიანებლად მოწინააღმდგე გულშემატკივრები რონალდოს გვარს სკანდირებდნენ.

კვარაცხელიამ პირველივე სეზონში საოცრება შეძლო, თუმცა მისი მილიონობით გულშემატკივარი ელის, მისგან კიდევ უფრო მეტი ნახონ; ამდენი ფეხბურთელის მეურვეობის მიუხედავად, შთამბეჭდავი დრიბლინგები გოლით დაასრულოს. ეს ტექნიკური მაჩვენებლები იშვიათია. ხვიჩას უკვე ამ კატეგორიით აფასებენ და განიხილავენ. რთულია, "კვარადონობა", ძალიან რთული!..

აგვისტოდან მოყოლებული, ბევრ ასპექტში უკეთეს 77-ე ნომერს ვნახულობთ, თუმცა მან ეს პროგრესი არ უნდა შეწყვიტოს. კვარაცხელია ლიდერის თვისებებითაცაა დაჯილდოებული. დავუშვათ მოცემულობა, რომ ის მომავალ წელსაც ნეაპოლში ითამაშებს, ვიქტორ ოსიმენის წასვლაზე კი ძალიან ბევრს წერენ. ამ რეალობაში მას კიდევ უფრო მეტი დასჭირდება და მომავალში მასზე კიდევ უფრო მეტი იქნება დამოკიდებული!..

alt"ნაპოლიმ" დრამატულ მატჩში "იუვენტუსს" სძლია და სკუდეტოს კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]

altსრული სიგიჟე ნეაპოლში - რა ვიდეოს აქვეყნებს ხვიჩა კვარაცხელია "იუვენტუსთან" გამარჯვების შემდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 25 /
კარგი ანალიზია, სათადარიგო სკამი უნდა გაზარდოს ნაპოლიმ
Suxumchanin
25 აპრილი 2023 14:44
1
სწორი ანალიზია,
დავამატებ;ხვიჩა ფიზიკურად,მენტალურად კიდევ უფრო განმტკიცდება (ტექნიკური არსენალი ბუნებრივად აქვს),რასაც მაღალი დონის ჩემპიონატები განაპირობებს- იქ სტიმული-კონკურენცია,რაც აიძულებს ნებისმიერ სპორტსმენს საკუთარ თავზე მეტად და მუდმივ იმუშაოს.
ფაქტია-იტალიურმა კატენაჩომ ხვიჩას მაინც მოუძებნა მიდგომა;
1-კონკრეტული მეურვის დასწრებაზე თამაში,
მაგრამ თუ მაინც მიიღო ბურთი- მიღებისთანავე მე-2 მცველი სწრაფად უნდა გაჩნდეს და სივრცეები მაქსიმალურად შეუზღუდონ,ამიტომ ხდება იძულებული ხშირი პასი გააკეთოს,მით ინდივიდუალურ თამაშს ვერ აჩვენებს,ე.ი.რაც შეუძლია-ვერ აჩვენებს,როგორც სეზონის დასაწყისში...

მასაც ვხედავთ, ხვიჩა მუშაობს ალბათ მწვრთნელთან ერთად, დაცვაში მისი ხშირი ჩასვლა შემთხვევითი არ არის,ბურთის ართმევა და სიღმეებიდან ცდილობს მის თამაშს-დრიბლინგებს,მაგრამ აქაც სწრადად 2-3 ფეხბურთელი (ნახევარფაცვის-1 მოთამაშეც ემატება)და ფაქტიურად,,ალყაში,, აქცევენ,მით...
ასეთ შემთხვევაში ალბათ გაცილებით მეტი მოძრაობები უნდა დაიწყოს უბურთოდ,მუდმივ გახსნისათვის ფლანგიდან -ცენტრში,მეურვის თავგზა აბნევისათვის,+ გოლის გატანაზე მეტად ორიენტირება და ნაკლებად ასისტისათვის (არც კუთხური ჩაწოდება, ჯარიმებით თავზე აღებაა საჭირო),
რონალდო-ც იგივეს აკეთებდა ანალოგიურ ვითარებაში,თამაშში ფლანგებსაც ხშირად იცვლიდა,
რაც დიდ ფიზიკურ მონაცემებ- მომზადებას მოითხოვს,და რისთვის მაგრად წაადგა ინგლისში გადასვლა,+ ჯარიმებით დარტყმაზე მუშაობდა (რაც შეეხება მესის-არავინ იცის იტალიაში- კატენაჩოს ,,გარემოში,,ან ინგლისში იგივე იქნებოდა,თუ არა,რაც ესპანეთი,საფრანგეთში)
ასევე ხვიჩას-ალბათ კედელის გათამაშების დამუშავებაც დაჭირდება-ნახევარდაცვიდან-აც,

ზოგადად,თუ ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს,კიდევ 2 შემოქმედი ფეხბურთელი უნდა დაიმატოს,ე.ი.ხვიჩასდაგვარი, გაუადვილდება- სივრცეები შეექმნება, თან 3-ვეს... ე.ი.მცველების ყურადღება მათზეც რომ გადავა, + ოსიმებს თუ ვერ შეინარჩუნებს, მისდაგვარი სტილის მოთამაშე გამტანი უნდა აიყვანოს, თან სასურველია 2 და..
ხვიჩა იტალიის საუკეთესო მოთამაშე წელს, თუ არა,მომავალ წელს გახდება,
ცოტა კიდევ მეტი ფიზიკა, ტაქტიკური მომზადება, ხშირად საკუთარ თავზე თამაშის აღება და მეტად გოლებზე ორიენტირება და არა ასისტზე და- ,,ოქროს ბურთიც,, იქნება!

კახაბერი
25 აპრილი 2023 13:44
2
ეს ქუდი მომწონს ძალიან :-):-)
თან რა ლირიული მონოლოგი აწერია( რატომ მტოვებ ყოველთვის კვირა დღეს მარტო,რომ ფეხბურთის საყურებლად წახვიდე),ერთი ასეთი ქუდი მინდა მე.
მოცლილი
25 აპრილი 2023 17:35
2
ყველაფერში გეთანხმები ერთის გარდა, სპაკეტის მიზერული წვლილი მიუძღვის სკუდეტოში. სპალეტი რა მწრვთნელიც არი მილანთან სამ თამაში გამოჩნდა. სამივე თამაში ერთიდაიგივე სტილით, არანაირი სიახლეები და მაგიტომაც აუწია ყური სპიოლიმ
ქართველი
25 აპრილი 2023 16:14
5
ყველაფერში გეთანხმებით, უბრალოდ ჩასაფრებული არბიტრები, როგორებიც თუნდაც "მილანთან" იყვნენ, პირველ გოლს არ გააუქმებდნენ, 50/50-ზე იყო მაინც. რომ ჩათვლილიყო ლეაომ რომ ლოსანო წააქცია, იმაზე დიდი უსამართლობა არ იქნებოდა
სოსოს
25 აპრილი 2023 15:01
3
მილანთან,უბრალოდ არაობიექტური მსაჯობა იყო.აქ კი,სწორედაც იუვესადმი კეთილგანწყობა გამოჩნდა და არა ჩასაფრება.ალბათ მაინც მასპინძლის მიმართ ტრადიციული კეთილგანწყობის ფარგლებში ჩაითვლება,თუმცა არავითარ შემთხვევაში,ნაპოლისა მიმართ კეთილგანწყობა არ ყოფილა.შეიძლება ითქვას,რომ ნაპოლის მხარეს ვარმა ობიექტურად განსაჯა,იუვენტუსი კი,კრიტიკულ მომენტში,დაინდო.
სოსო
25 აპრილი 2023 18:31
1
ოსიმენი ალბათ გასაყიდია, ამაზე უკეთესი მომენტი აღარ იქნება. შეიძლება ლოსანო, ზელინსკის გაყიდვაც. შენაძენებს რაც შეეხება ოზის ადგილას მაგარი იქნებოდა კოლო მუანი(60 მლნ აფასებს აინტრახტი) . შეიძლება გამოიყენო ცენტრფორვარდის პოზიციაზე და მარჯვნიდანაც. ასევე მარჯვენა შემტევზე ზიეჩი, ზელინსკის ადგილზე ბერარდი სასუოლოდან. ყველა ჯამში ამჟამად ერთი ოსიმენის ფასია. ლობოტკა - ანგისასაც დაჭირდება ადექვატური შემცვლელების დამატება. ამ სახით ნაპოლი ნებისმიერი გრანდისთის სერიოზული საფრთხე იქნებოდა.
ამატაკი
25 აპრილი 2023 16:26
4
ერთმა კაცმა ამდენი კომენტარი რატო უნდა დატოვო არადა ფეხბურტის აზრე არ ხარ
Beqa
26 აპრილი 2023 08:45
2
Video - ნაპოლის იტალიელი გულშემატკივარი ხვიჩას აღმერთებს და აურელიოს ლანძღავს.
ჩართეთ Captions - Auto Translate
https://www.youtube.com/live/s3ySK7gLOLo?si=e_JVF0iqo413zJwE
რეალობა
18 მაისი 2024 16:14
2
რა კარგი კომენტარებია, კაცო. ეს გაყიდეთო, ის იყიდეთო. ქარვასლაა თუ ფეხბურთი?
ზურა
30 აპრილი 2023 11:53
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული