"კვარა"? შეიძლება, ოსიმენზე მაღლაც დგას" - დავიდ ვილია ქართველის თამაშით აღფრთოვანებულია

AutoSharing Option
ცნობილმა ესპანელმა ფეხბურთელმა დავიდ ვილიამ Dazn-თან ინტერვიუში სერია A-ს გამორჩეული შემტევების შესახებ ისაუბრა. "ბარსელონას" ყოფილმა ფორვარდმა განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი და რაფაელ ლეაო გამოარჩია.

"ოსიმენი მაღალ შეფასებას იმსახურებს, მისი თამაში რამდენჯერმე ვნახე და შემიძლია ვთქვა, რომ უმაღლესი დონის შემტევია. ნიგერიელს 8 ქულას დავუწერ, ვიქტორი ფიზიკურადაც ძალიან ძლიერია".

"ხვიჩა? ის ოსიმენის თანამებრძოლია და შეიძლება მასზე მაღლაც დგას. ამიტომ მასაც 8 ქულას დავუწერ, რადგან "ნაპოლის" წარმატებაში ორივეს დიდი წვლილი მიუძღვის.

ლეაოს 7 ქულას მივანიჭებ, განსხვავებული თამაშის სტილი აქვს. მსოფლიოს ჩემპიონატზე მის
გამოსვლას თვალყურს ვადევნებდი და ნამდვილად მომეწონა" - განაცხადა ვილიამ..

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით მიმდინარე სეზონში 36 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და 16 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altკვარაცხელიასა და ოსიმენის ჩვეული თამაშის მოლოდინში... - სკუდეტო, რომელზედაც ისინი გაახსენდებათ...

alt"ნაპოლის" კიდევ ერთი მატჩის თარიღი შეიცვალა

alt"როგორ აღმოჩნდა "ოქროს ბურთის" პოტენციური მომპოვებელი ქართველი ჯორჯ ბესტი ნეაპოლში?" - იტალიელმა ჟურნალისტმა საინტერესო წერილი გამოაქვეყნა

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვისაც ფეხბურთი ესმის, ის ხვიჩას აქებს, რა თქმა უნდა.
ქ. გ.
11:43 29-04-2023
2
ხვიჩა უფრო შემქნელია, ოსიმჰენი კი შემსრულებელი!
ვაჟა მასწავლებელი
14:08 29-04-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული