"ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა და მისი საჩემპიონო ზეიმი გადაიდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 32-ე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „სალერნიტანასთან“ ფრეს (1:1) დასჯერდა და მისი საჩემპიონო ზეიმი გადაიდო.

გამარჯვების შემთხვევაში "ნაპოლი" 6 ტურით ადრე გახდებოდა ჩემპიონი, მატჩის დასაწყისიდანვე შეუტიეს, თუმცა სტუმრები თავს უნარიანად იცავდნენ. პირველი მომენტი ოსიმენს ჰქონდა, რომლის თავით დარტყმული ბურთი მეკარე ოჩოამ მოიგერია. კვარაცხელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, სივრცეებს უზღუდავდნენ და გასაქანს არ აძლევდნენ. 42-ე წუთზე ოჩოამ ანგისას არ გაატანინა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

შესვენების შემდეგ „ნაპოლი“ ისევ გადავიდა იერიშებზე, ხვიჩას შორიდან ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს, ზილენსკიმ მაკრატელათი ვერ გაიტანა, ნეაპოლელთა
მწვრთნელმა სპალეტიმ ზილენსკისა და ლოსანოს ნაცვლად შეცვლაზე ელმასი და რასპადორი შეუშვა და 62-ე წუთზე ოლივეირამ ნანატრი გოლი გაიტანა.

მორიგი შეტევისას ქართველი მცველს გაექცა, რასპადორის ხელსაყრელ პოზიციაზე პასი გაუკეთა, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა. ცოტა ხანში „კვარამ“ ისეც სცადა მეტოქის კარის დალაშქვრა და ისევ მცირედით ააცილა კარს. 84-ე წუთზე სალერნოელებმა პირველივე შანსი გამოიყენეს და დიამ ანგარიში გაათანაბრა. 87-ე წუთზე "კვარა"  მახვილი კუთხიდან მეკარესთან პირისპირ გავიდა და მეკარემ არ გაატანინა. ბოლოს რასპადორიმ ვერ უწია მიზანს და "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა.

„ნაპოლი“ შემდეგ შეხვედრას 4 მაისს გასვლაზე „უდინეზესთან“ გამართავს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - სალერნიტანა 1:1
გოლები: 1:0 ოლივეირა (62), 1:1 დია (84)

მკითხველის კომენტარები / 57 /
გასაკვირი არაფერია. გუნდი გადაღლილია. კვარა ხომ საერთოდ , რადგან სეზონებს შორის ფაქტიურად არ შეუსვენია, ასეთ დროს კი სხეული ისე აღარ გემორჩილება. დარტყმა სიზუსტეს კარგავს. ამას დაუმატეთ ფსიქოლოგიური გადაღლაც რაშიც ნურავის ეწყინება და საქართველოში წრეგადასულმა აჟიოტაჟმაც ითამაშა როლი, მუდმივმა მითხოვნამ- გოლი გაიტანე! გოლი გაიტანე! აქ ბევრჯერ დაწერეს და ვეთანხმები - იქნებ ვაცადოთ ამ ბიჭს ფეხბურთის თამაში და წყნარად განვითარება. ბოლო ბოლო არაა ვალდებული არავისთან! ახლა კი ისეთი წნეხის ქვეშ თამაშობს , საერთოდ როგორ უძლებს. თურმე ისეთი გოლები უნდა გაიტანოს და აუფ როგორ ვერ გაიტანა! პირველი წელიწადია ამ დონეზე თამაშის, ბევრი რამე აქვს კიდევ სასწავლი და დასახვეწი და დახვეწავს კიდეც. ხოდა ვ ა ც ა დ ო თ.
არტ
30 აპრილი 2023 20:31
1
100იანი ხარ! გოლი კი არა ისიც სთხოვეს მთავრობას ერთი ორი სიტყვა შეაწიეო წამალი შემოიტანოსო. ის სიმაღლეში რომ ზრდის. ყველაფერს ამ ბიჭს სთხოვენ. გაგიჟდები კაცი
დავით 67
01 მაისი 2023 00:23
1
მართალი სიტყვებია მეგობარო!!!
გიორგი
30 აპრილი 2023 23:52
1
არა არა ეს ხვიჩას აჩრდილია ან მართლა გაუგეს რასაც აკეთებს და იმის იქით აღარ შეუძლია მეტი ესე თუ გააგრძელა სასტარტოდან ამოაგდებს უეჭველი ....პენალი ლიგაზე. ეს საჩემპიონო გოლის ვერგატანა ძალიან ბევრია ძალიან ...რა დაემართა ამ ბიჭს არ ვიცი რაააა
რეზი
30 აპრილი 2023 19:16
23
2 დრიბლინგი და დასარტყმელზე გაყვანა, მესამე საგოლე პასი რომელიც ვერ დაარტყეს ასევე, ორჯერ თვითონ დაარტყა - ერთი თავისივე შექმნილი. გარემარბს (ამას ათამაშებს სწორედ სპალეტი და მოედნის შუაში შემოწეულს დაუძახა კიდეც პირველ ტაიმში) მეტი რა მოეთხოვება ასეთ დამდგარ თამაშში? რა საგოლეს ვერ გატანა - არცერთი არ იყო 100% საგოლე და ხვიჩას პოზიციას გოლებს რატომ თხოვთ უეჭველი. მისი თამაში მხოლოდ გოლით არ ფასდება, ხოლო მოლანთან ორივე თამაშში საუკეთესო იყო მოედანზე. ზოგადად კი მთლიანად ნაპოლოა გადამწვარი და მათ შორის ხვიჩასაც მოკლებული აქვს, რაც ბუნებრივია სეზონის ბოლოს როდესაც არ ხარ დიდი გუნდი - ამიტომ გამოვარდნენ ლიგიდან, თორემ სწორად რომ გადაენაწილებინათ ძალები, ლიგის ფინალში თამაშის ამ შანსს აუცილებლად გამოიყენებხნენ ჩემპიონობასათან ერთად.
???
30 აპრილი 2023 19:36
6
თამაშის გადატანა იყო სრული სისულელე.
ვგრძნობდი, რომ ვერ მოიგებდნენ ამ თამაშს. ზედმეტი წნეხი იყო წინასწარ ზეიმი.
იქნებ დააცადონ მშვიდად თამაში გუნდს.
ახალგაზრდა გუნდია და ამხელა წნეხს შეიძლება ვერ გაუძლოს
.
30 აპრილი 2023 19:20
2
100%, მარტო სამხრეთულ მატრაკვეცულ მენტალობას მოუვიდოდა აზრად მატჩის ასეთი მიზეზით გადადება
ლევანი
30 აპრილი 2023 19:44
2
სამაგიეროდ ბიზნესის კუთხით იყო უფრო მომგებიანი!. ლაციოს წაგების შემდეგ ნაპოლის უეჭველ მოგებაზე მილიონები შევიდა ტოტალიზატორებში!
ქომაგი
30 აპრილი 2023 23:44
0
არ გადაეტანათ თამაში და იზეიმებდნენ დღეს. ეგ ყველაფერ ზედმეტი წნეხი იყო ნაპოლის ფეხბურთელებისთვის, ხოლო სალერნიტანას ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაცია - აჩვენეს რომ ყველა მეტოქე უნდა დააფასო! ჩემი პატივისცემა სალერნიტანას.
???
30 აპრილი 2023 19:15
5
მსოფლიოს მერვე საოცრება ის არის, ნაპოლი რომ ჩემპიონი ხდება, ხოდა სპალეტიმ და აურელიო ბატონმა, ხვიჩას და ოსის კოცნონ ერთ ადგილზე..............
სიმართლე
30 აპრილი 2023 20:22
3
გამარჯვება ზაკაზით არ ხდება, ავიწყდებათ, რომ ბურთი მრგვალია. ბევრჯერ დავწერე და ვიმეორებ: ხვიჩა და ოსიმენი თავის საჯარიმოში არ უნდა ჩადიოდნონ, ანუ ცენტრს იქით არ უნდა იხევდნონ. აქ მყოფები კი 3-4 მცველს ჩამოაშორებენ შეტევას. დიდი ხანია ხვიჩა მოხეტიალე ფორვარდად უნდა თამაშობდეს, მას აქვს კარგი დრიბლინგი, ამიტომ სჭირდება სივცე, ცენტრში მოთამაშეს შანსი აქვს სამ მხარეზე გააგრძელოს შეტევა, მარცხენა ფრთიდან კი წინ ან მარჯვნივ შეუძლია წასვლა, ანუ ბუნებრივად აქვს შეზღუდული სივრცე და მისი დაჭერა ორ მცველს ადვილად შეუძლია. დღეს მოგება იყო საჭირო, ამიტომ ორი ცენტრფორვარდით უნდა ეთამაშათ.
ჟორა გაბრიჭიძე
30 აპრილი 2023 19:40
2
მარიო რუის კი ვაგინეთ ბევრი, მაგრამ მისი არყოფნა ძაან ეტყობა ნაპოლის შეტევებს, განსაკუთრებით მარცხენა ფლანგს. გოლიც მაგ ფლანგიდან მიიღო ნაპოლიმ, ჟესუსი მაგ პოზიციაზე ფაქტიურად ამოვარდნილი იყო თამაშიდან.
ხვიჩას კიდე დარტყმის გაუმჯობესება სჭირდება - ასეთ ბურთებს, ასეთ თამაშებში არ უნდა აფუჭებდეს, იგივე მილანთანაც რაც მოხდა დასაწყისში.
ჭკვიანი კაცია სპალეტი, არაა საჭირო ეს წინასწარ ზეიმები.
gogi
30 აპრილი 2023 19:13
4
ასე წნეხის ქვეშ არუნდა მოაქციო შენი გუნდი. ასე დაუგეგმო გუნდს, რომ დღეს ხდები ჩემპიონიო, არის სრული სისულელე.
წინ კიდე არის თამაშები და თავისუფლება უნდა ჰქონდეს გუნდს. ყველა სტრესში იყო, ასე არ შეიძლება.
კვარას რომ ვაკვირდები დიდი წნეხის ქვეშ თამაში ყოველთვის უჭირს. თავიდან დაფრინავდა ლაღად, რადგან არ გრძნობდა წნეხს. მერე მარადონასთან შედარებებით და გუნდის მასზე დამოკიდებულებით ეს წნეხი გაიზარდა.
იმედია არ დაკარგავენ ამ ჩემპიონობას და მიიყვანენ ბოლომდე. კვარას კი თავის უსაზღვრო ნიჭთან ერთად მეტ ცივსისხლიანობას ვუსუვებდი.
მსოფლიო დონის ვარსკვლავია და მისმა თამაშმა გადაასწრო მის ასაკს და ფსიქოლოგიას.
იმედია ყველაფერ გადალახავს...
Skeleton
30 აპრილი 2023 21:27
3
ასიანი გეთანხმები. ძალიან წნეხში მოაქციეს გუნდი. ეს რომ ყოფილიყო რიგითი ტური დარწმუნებული ვარ დიდი ანგარიშით მოიგებდნენ. წინასწარ დაუგეგმეს ჩემპიონობა. უამრავი ღონისძიებები უნდა ჩატარებულიყო დღეს ნეაპოლში. მახსოვს უკრაინა რუსეთის თამაში იყო 2002 წელი თუ არ ვცდები. შევჩენკომ ბოლო წუთზე გაუტანა და მთელი კონცერტები და ღონისძიებები ჩაეშალათ. არადა ერთი კვირა სცენას ამონტაჟებდნენ მოსკოვის ცენტრში. რაც შეეხება ნაპოლის და ხვიჩას კარგი თამაშის გარდა, საფეხბურთო ფორტუნაც სწყალობდათ. ეხლა უკვე აღარ.
დავით 67
01 მაისი 2023 00:15
1
კვარა მასეთი 2 მომენტიდან 1 მაინც უნდა გაიტანო, თუ გინდა რო შემდეგ ეტაპზე გადახვიდე.
ესეთი დეტალებია სხვაობა ლეგენდებსა და კარგ ფეხბურთელებს შორის. ნუ კიდევ კარგი ამ ნაპოლის ეს ჩავარდნა სწორედ მაშინ დაეწყო როცა განუზომლად დიდი ფორა ქონდა შექმნილი მწევრებთან თორემ დიდი ალბათობით "გენიოს" სპალეტის ისევ ცუდად დაუსრულდებოდა მისი აქილევსი ქუსლი, ანუ პირველ წრეში შექმნილ ქულათა უპირატესობას ისევ მარტივად გაანიავებდა ეს ნაპოლიც როგორც ამას შვებოდა მელოტას ყველა ყოფილი გუნდები. საფინიშო წრეში ეს გუნდიც რელსებიდან გადავიდა ფაქტია უბრალოდ ნაპოლის იმან უშველა რომ პირველ 25 ტურში დაგროვილი ქულებით ისე გაასწრეს დანარჩენებს ჩავარდნის დროსაც კი მაინც ინერციით ეყოთ ეს ქულები ჩემპიონობსთვის. ამ სანაკრებო პაუზამდე მყოფი ხვიჩა ასეთ შეხვედრაში მინიმუმ ერთ გოლს გაიტანდა და ეს ნაპოლიც პირწმინდად დაანგრევდა ასეთ "ჩაბეტონებულ" დაცვის გუნდებს ეხლა კი ყველამ უყურეთ რაც მოხდა. ნუ თავი იმით დავიმშვიდოთ რომ მომდევნო ტურში გუნდი ფრითაც ინაღდებს ჩემპიონობას და იქ ვიზეიმებთ ორმაგად.
Anjelo Antei
30 აპრილი 2023 19:43
4
არაფერი ისეთი არ მომხდარა,უბრალოდ ზეიმი გადაიდო! აქ რომ წერთ,ხვიჩა ასეთი მომენტი უნდა გამოიყენოო,ოთხიდან ერთი უნდა გაიტანო,შეისწავლეს ხვიჩაო და...
ბიჭი პირველ სეზონს ატარებს ხალხნო,პირველს! არ გესმით ეს რას ნიშნავს?!
ჩემპიონატის დამთავრებამდე ჯერ კიდევ თვეზე მეტია დარჩენილი.

რუბინიდან მოსული ბიჭი ვარსკვლავებს წყვეტს და ჩვენ გვინდა პირველივე სეზონზე იტალიის ჩემპიონი ნახევარი წლით ადრე გახდეს და პლიუს ჩემპიონთა ლიგა მოიგოს!
gulshematkivari0703
30 აპრილი 2023 20:17
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული