"ადრე მსგავს მომენტებს არ აფუჭებდა" - რას წერს იტალიური მედია "კვარაზე"

AutoSharing Option
სერია A-ს 32-ე ტურში გათამაშების ლიდერმა "ნაპოლიმ" "სალერნიტანას" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. "კვარამ" საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა, თუმცა მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. იტალიურმა მედიამ მისი თამაში საშუალო ქულებით შეაფასა:

"ძალიან ბევრს ცდილობს, თუმცა ბოლო პერიოდში იღბალი მის მხარეს არ არის. "სალერნიტანასთან" სიზუსტე დააკლდა, მომენტებში კი ოჩოამ აჯობა, რამდენიმე კვირის წინ მსგავს მომენტებს არ აფუჭებდა" - Areanapoli 6 ქულა.

"მარცხენა ფეხით გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყო. მეორე მომენტში კი
ოჩოამ აჯობა. მატჩის ბედის გადაწყვეტა შეეძლო" - Eurosport-ი 5.5 ქულა.

"მუდამ შეტევების ეპიცენტრშია, ბევრს მოძრაობს და თანაგუნდელებს ეხმარება, თუმცა ბოლო მომენტში შეტევის დაგვირგვინება უჭირს. მეორე ტაიმში უფრო სახიფათო იყო" - Tuttonapoli 6.5 ქულა.

"ამ გუნდის მთავარი ვარსკვლავია, მუდამ მოძრაობს, გოლის გატანასთანაც ახლოს იყო, თუმცა მისი დარტყმული კარს მცირე მანძილით ასცდა" - Tuttomercatoweb-ი 6.5 ქულა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 37 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "სალერნიტანასთან" მატჩში

alt"ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა და მისი საჩემპიონო ზეიმი გადაიდო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 27 /
არავინ საუბრობს იმაზე რომ კვარა რუსეთის ჭ ლიგიდან და შემდეგ ჩვენი ლიგიდან სერია ა ში მოხვდა..პირველივე სეზონში უბრალოდ ძნელია ასეთ ტემპს გაუძლოს.სხვა არანაირი მიზეზი არაა..ცდილობს.მაგრამ თავს ზემოთ ვერ ახტები..თვით მარადონა ჯერ არგენტინის ლიგიდან და ბარსაში ითამაშა.თან სად მაშინდელი ტემპი დ ასად ეხლა..შედარებას ვაკეთებ დატვირთვის თვალსაზრისით..მომდ3ვნო სეზონში კვარა ისევ გაიბრწყინებს სადაც არ უნდა იყვეს
კიეზა
01 მაისი 2023 16:18
4
ხვიჩას მიზანი სერიოზულად აქვს გასასწორებელი თორემ აწი უკვე სამ პერსონალური მცველებთან ჯაჯგურში ისედაც ერთი ორი მომენტი შეექმნება და უნდა გაიტანოს თორემ სამწუხაროდ ისევ გაუგრძლელდება ეს უგოლო/უასისტო შეხვედრები. სპალეტი კიდე საშუალო გაქანების მწვრთნელია ვერ რისკავს ტაქტიკას არ ცვლის რიგ შეხვედრებში სადაც საჭიროა რო მეორე ნომრად კონტრზე ითამაშოს გრანდებთან მაინც და კვარას სივრცეები ასეთ თამაშებში უფრო ექნება და გუნდიც უფრო იხეირებს. კი ყველა ავტობუსს ეთამაშება არ აქვს მნიშვნელობა რომელი გუნდია გრანდი თუ სრედნიაკი. კი ნაპოლი კაი გუნდია მაგრამ არა ისეთი რომ ასეთ თამაშში არ გაიჭედოს, ბარსა გაიჭედა რომელსაც გაცილებით ვარსკვლავური შემადგენლობა ყავდა ამ ნაპოლიზე, როცა ყველამდაამუღამა რომ ავტობუსი უნდა ჩუყენო და მერე მიდიოდა გაუთავებელი ბურთის გორიალი.
პრინციპში ნაპოლის ჩავარდნა მაგის გამო დაიწყო. ჯერ ლაციომ მოუსინჯა კბილი ახალი ტაქტიკით და მერე ყველა მწვრთნელი მიხვდა რა უნდა ექნათ, ამას დაემატა გადაღლა და მორჩა უბრალოდ ფიზიკური კონდიციები აღარ ყოფნით რომ ავტობუსი დაძლიონ.
მათშორის ხვიჩას პრობლემაც ეგაა დააკვირდით როგორ აგვიანებს ხოლმე სწრაფ შეტევებში უბრალოდ ვეღარ დარბის ისე როგორც მანამდე ზოგადად ხვიჩას სულ ქონდა ფიზ მომზადების პრობლემა და ახლა ამ სერია-ას გრძელ მარათნში თავი მეტად იჩინა.
Charley
01 მაისი 2023 15:52
6
იმ ავადსახსენებელი პენალტის გაფუჭების შემდეგ, რაღაც, არ უმართლებს, თითქოს იღბალმაც ზურგი აქცია, თან თავადაც ისე დარწმუნებით ვერ ურტყამს ზუსტად და შედეგიანად, როგორც ადრე აკეთებდა.
07
01 მაისი 2023 15:31
2
ვარდისფერი ბუცები ჩაიცვას კიდევ ან ელჭიპიტი ფერები და მერე ვნახოთ როგორ წავა მისი კარიერა.
ქართული გენი
01 მაისი 2023 15:12
27
აი ბუა!
!!!
01 მაისი 2023 15:42
5
საიტის ადმინისტრაციას მივმართავ: ასეთ კომენტარს რატომ ატარებთ უცენზუროდ?! შეურაცხმყოფელი არ არის ვითომ? ან აქ რამდენი ღვარძლიანი, ბოღმით სავსე და არ შემდგარი კაცუნაც რაღაც ნაბოდვარს დაწერს, უნდა წავიკითხოდ და “გავატაროთ”?! კრიტიკა და საღი აზრი მისაღებია, მაგრამ ვითომდა “ფეხბურთის გულშემატკივრების” ასეთი ბოროტი ხუმრობები არა. ეს ერთი მაგალითია იმისა, რატომ ვართ როგორც ერი და ქვეყანა ცუდ დღეში. ჩვენი თავი საუკეთესო გვგონია და სხვებს ვაქილიკებთ. სირცხვილია!!!
გიორგი
01 მაისი 2023 23:54
1
გადაიღალა ამდენი მატჩი ჩემპიონატი ლიგა ნაკრები თან ამ დონეზე ძალიან რთულია ფიზიკურად. ჩემი აზრით 1-2 მატჩი რო დასვენოს კარგი იქნება კვარასთვის.
Gio
01 მაისი 2023 19:47
1
ბევრი საგლოლე მომენტები გააფუჭა და ბუნებრივია ატეხეს ყაყანი, ხვიჩამ აუცილებლად ბევრი უნდა იმუშაოს კარში დარტყმებზე, ჩემი აზრით ხვიჩა თავის სტილით არის შემოქმედი და არა გოლიადორი, ამიტომ ითამაშოს საგოლე მომენტების შექმნაზე და ასისტებზე რაც ყველაზე კარგად გამოსდის, გოლის გატანაზე მისი დაგეშვა არასწორია, თან თუ შუაში შეწევენ სათამაშოთ მეტ შედეგ მოუტანს გუნდს
11
02 მაისი 2023 11:55
0
ხვიჩას თამაშში ამ ბოლო დროს შეინიშნება ლაფსუსური ტექნიკური ხარვეზები.როდესაც მარცხენა მხრიდან გადიხარ დასარტყმელ პოზიციაზე და მარცხენა ფეხით ურტყამ ,ბურთს გარე სტოპით უნდა შეეხო რათა კარისკენ შეუხვიოს და არა პირიქით ,ხოლო როცა იგივე სიტუაციაში მარჯვენას ხმარობ ბურთი შორეულ მაღალ კუთხეში უნდა გადაგზავნო რათა მეკარისთვის მიუწვდომელი იყოს .ხვიჩას ტექნიკის პატრონისთვის ეს ადვილად რეალიზებადია ,უნდა სწორი მიდგომა და გააზრება .სკოლებში ასეთი რამეები პირველ გაკვეთილებზე უნდა ისწავლებოდეს ,მითუმეტეს ოსტატთა გუნდებში ამაზე ლაპარაკიც არ უნდა იყოს.
საჩინო
02 მაისი 2023 08:57
3
1.რა თქმა უნდა კვარაცხელია გადაიღალა.2.სპალეტი ვერ იყენებს სათანადოდ მის მონაცემებს:ა}კვარაცხელია არ უნდა იყოს დატვირთული დაცვითი ფუნქციებით,ასევე როგორც ოსიმენი ,რამეთუ ასთ შემთხვევაში მათ მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლიათ .ეს ხომ ძალიან ელემენტარულია .ბ}გუნდმა უნდა შეიმუშაოს ტაქტიკა ----მაღალი ინტენსივობით მიწოლა მოწინააღმდეგის მიმართულებით რომელიმე ფრთიდან ,თუნდაც ცენტრიდანაც და როდესაც მოწინააღმდეგე დიდი ძალებით გადაინაცვლებს გზების გადასაღობად და საწინააღმდეგო ფრთზე სივრცეები გაიშვიათდება ,აი მაშინ უნდა გაკეთდეს სწრაფი გადატანა ბურთის .ხომ ადვილი წარმოსადგენია ხვიჩა რა დამანგრეველი იქნება მოწინააღმდეგისთვის .გ}ხვიჩას უნდა მიეცეს საშუალება ფრთების ცვლის .სულაც ერთი ტაიმი ითამაშოს ერთ მხარეს და მეორე მეორე მხარეს .ეს ჯერ ერთი მოწინააღმდეგეს ცხოვრებას გაურთულებს[უკვე დაცვის ორივე მხარის განსაკუთრებული მომზადება დაჭირდებათ ]და მეორეც მარჯვენა მხრიდან გაკეტებული შეჭრები და ჩაწოდებები [ხვიჩას მარჯვენა ფეხია მაინც მუშა]ბევრად უფრო ეფექტური და შედეგის მომტანი იქნება.დ}სულაც პირველ ტაიმში,ზოგჯერ დავასვენებდი .მის შემცვლელებს დავავალებდი მუდმივ მოძრაობას ,მუდმივ ბრძოლას და ბევრ სირბილს რათა ქანცი გააძრონ ვიზავებს და მეორე ნახევარში შემოსული კვარაცხელია მათთვის ღვითის რისხვად მოვლენა იქნებოდა.აი ეს ოთხი სრულიად მარტივი საშუალება რომელიც მკვეთრად გააუმჯობესებდა როგორც ხვიჩას ასევე გუნდის თამაშის ხარისხს და შესაბამისად შედეგიანობას ,მაგრამ არის სპალეტი ამდენის მომტვინავი????
საჩინო
02 მაისი 2023 08:38
0
საპატრიარქოში რომ მივიდა იმის შემდეგ აერია თამაში! რა უნდოდა წვენებში!
gaga
02 მაისი 2023 02:57
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული