"ხვიჩა გუნდისთვის არ თამაშობს" - ფედელემ "კვარა" კიდევ ერთხელ გააკრიტიკა

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ "ნაპოლისა" და "სალერნიტანას" (1:1) მატჩის შემდეგ Radio Marte-ს ეთერში "პარტენოპეის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა. მისი თქმით, ქართველი არა გუნდისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის თამაშობს.

"ნაპოლიმ" ამ სეზონში დაამტკიცა, რომ უძლიერესი გუნდია, მაგრამ რამდენიმე მოთამაშე ძველებურ დონეზე ვეღარ გამოიყურება, პირველ რიგში კი - კვარაცხელია. ქართველი ბოლო პერიოდში არა გუნდისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის თამაშობს. ხვიჩა მუდამ დრიბლინგის შესრულებას ცდილობს, მაშინაც კი, როცა ამის საჭიროება არ არსებობს" - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით
მიმდინარე სეზონში ჯამში 37 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

altკვარაცხელიას გადასაბირებლად ოთხი ევროგრანდი იბრძვის

altსასოწარკვეთა, ტკივილი და გაუთავებელი ცრემლები - ნეაპოლელი ბავშვების რეაქცია "სალერნიტანასთან" მატჩის შემდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 23 /
ის ბოლო გაშვებული გოლი არც ოსიმენის ბრალი იყო და მითუმეტეს არც კვარასი ! რა უნდოდათ ორ შემტევს მარცხენა ფლანგის დაცვაზე ? სად იყო ამ დროს ჟეზუსი ? ზუსტად მაგის საქმე იყო მარცხენა ფლანგის ჩაკეტვა და არა თუ არ ჩაკეტა დარტყმის მომენტში ბურთის შეეშინდა და მიბრუნდა და ზუსტად მაგიტომ გავიდა გოლი ! შე ბლერო ბურთის თუ გეშინია რა გინდა ფეხბურთში და თანაც მცველად ? @ და კიდევ სპალეტის ბრალი იყო ოლივეირა რომ გაიყვანა და მის მაგივრად ცენტრალური მცველი შემოიყვანა !
zura222
00:23 04-05-2023
2
აუ, ფედელე, მოდი "სამხედრო კრეისერი" რაა...
ისე მაინც
23:42 03-05-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული