ფრე "ვილიარეალთან" - მამარდაშვილმა "ვალენსია" ორჯერ გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 33-ე ტურში „ვალენსიასა“ და „ვილიარეალის“ მატჩი 1:1 დასრულდა.

პირველ ტაიმში უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, რამდენიმე მომენტი შექმნეს. განსაკუთრებით აქტიური ჯექსონი იყო, რომლის მიერ დებიუტში დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, შემდეგ კი გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგიმ ტერატსის დარტყმული ბურთი მოიგერია. საპასუხო შეტევისას მასპინძლებს პირველი შანსი მიეცათ, როდესაც ლოპესი მეკარე რეინასთან პირისპირ გავიდა და მიზანს ვერ უწია. 62-ე წუთზე ჯექსონი დიახაბის გაექცა და სამი მეტრიდან გაიტანა გოლი. მერე კავანის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს, რომელსაც პასი ლინომ დაუგვიანა.
თუმცა მალე კავანის აქტიურობას ლინოს გოლი და ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა. კომპენსირებულ დროში მარიმაც დალაშქრა რეინას კარი, მაგრამ არბიტრმა ისევ თამაშგარე დააფიქსირა.

„ვალენსია“ 34 ქულით მე-17 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 3 ქულა აშორებს და 14 მაისს ვიგოში „სელტას“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“. 43 634 მაყურებელი
ვალენსია - ვილიარეალი 1:1
გოლები: 0:1 ჯექსონი (62), 1:1 ლინო (72)

მკითხველის კომენტარები / 5 /
კარის დაცვა,მეკარის და დაცვის ერთობლივი მუშაობის შედეგია.დაცვასთან შეთამაშებული მეკარე,ისე თამაშობს,რომ თითქმის წინასწარ იცის,თავდამსხმელი საით წავა და რას მოიმოქმედებს.ვალენსიას შემთხვევაში,თავდასხმის გამოცანას,დამცველთა მოქმედების გამოცანაც ემატება და მეკარისათვის შეუძლებელია წინასწარ იცოდეს,რამდენად სწორი გამოდგება რეალობაში,მისი თეორიულად სწორი მოქმედება.მართლაც საოცარ შეცდომებს უშვებენ მინდვრის ფეხბურთელები.არა და დარბიან,იბრძვიან,მეტოქეს ეხეთქებიან!ოღონდ უაზროდ!გუნდს რამდენიმე კარგი ფეხბურთელი ჰყავს,რომელთა ორგანიზებული თამაშის პირობებში,გაცილებით უკეთესი თამაშის და შედეგის ჩვენება შეიძლება,მაგრამ ეს ორგანიზაცია ვერავინ შესძლო.ეგ კი არა,ისინიც,ვინც საკმაოდ ჭკვიანი ფეხბურთელების სახელით არიან ცნობილნი,ისინიც კი,მასად გადაიქცნენ.მწვრთნელის ბრალია?რამდენი გამოიცვალეს და რომელი ერთის?ფეხბურთელებიც მოდიან და მიდიან.გუნდის ხელმძღვანელობაა უცვლელი და ვფიქრობ,სწორედ უკეთესი ხელმძღვანელობის მოყვანა გახდება,ვალენსიას წამალი.80-იან წლებში,სსრკ-ს ჩემპიონები,ლენინგრადის ზენიტი და მინსკის დინამო გახდნენ.ორივე გუნდში,ორ-ორი ჭკვიანი ფეხბურთელი ჰყავდათ,სხვები კი,მორბენალი და მებრძოლი რობოტები უყვნენ,მხოლოდ სქემებით რომ თამაშობდნენ და ის ორი კაცი,ტვინად ჰყავდათ.ისე და იმდენს დარბოდნენ,რომ ჩვენს დინამოსაც გადაურბინეს და სხვებსაც.ვალენსიაც არანაკლებს დარბის,მაგრამ ყოველგვარი აზრის და სქემის გარეშე.დააყენონ ორი ჭკვიანი ფეხბურთელი,ცენტრში,ითამაშონ თუნდაც სქემებით და გუნდი ფსკერიდან ამოყვინთავს.ესეც კი ეყოფათ,მაგრამ მეტი არაა ჩვენი მტერი,ეგ მაინც გააკეთონ.აღარც მაგის დრო აქვთ და ეტყობა, არც სურვილი ჰქონიათ. ვალენსიას წამალი,ორი ჭკვიანი ფეხბურთელია,მინდვრის ცენტრში!
სოსო
18:55 04-05-2023
0
გუნდის გადარჩენა შეიძლება ვუწოდოთ ერთი-ერთზე გასულის ან რამე "აუღებელი" დარტყმის მოგერიებას. ეს სეივები არ განეკუთვნებოდა მათ კატეგორიას
ხვიჩა
11:04 04-05-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული