ფრე "ვილიარეალთან" - მამარდაშვილმა "ვალენსია" ორჯერ გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 33-ე ტურში „ვალენსიასა“ და „ვილიარეალის“ მატჩი 1:1 დასრულდა.

პირველ ტაიმში უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, რამდენიმე მომენტი შექმნეს. განსაკუთრებით აქტიური ჯექსონი იყო, რომლის მიერ დებიუტში დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, შემდეგ კი გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგიმ ტერატსის დარტყმული ბურთი მოიგერია. საპასუხო შეტევისას მასპინძლებს პირველი შანსი მიეცათ, როდესაც ლოპესი მეკარე რეინასთან პირისპირ გავიდა და მიზანს ვერ უწია. 62-ე წუთზე ჯექსონი დიახაბის გაექცა და სამი მეტრიდან გაიტანა გოლი. მერე კავანის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს, რომელსაც პასი ლინომ დაუგვიანა.
თუმცა მალე კავანის აქტიურობას ლინოს გოლი და ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა. კომპენსირებულ დროში მარიმაც დალაშქრა რეინას კარი, მაგრამ არბიტრმა ისევ თამაშგარე დააფიქსირა.

„ვალენსია“ 34 ქულით მე-17 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 3 ქულა აშორებს და 14 მაისს ვიგოში „სელტას“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“. 43 634 მაყურებელი
ვალენსია - ვილიარეალი 1:1
გოლები: 0:1 ჯექსონი (62), 1:1 ლინო (72)

მკითხველის კომენტარები / 5 /
უკონკურენტობამ და ასეთ დაბალი დონის გუნდში თამაშმა არ მგონია კარგად იმოქმედოს მამარდას განვითარებაზე, მაღალი დონის ჩემპიონატში მოხვდა და შესაბამის დონეზე დადგა მისი თამაშის ხარისხიც თორემ რას მოუმატა... გამოსვლებზე უჭირდა და ისევ ეგრეა, ფეხით ვერ თამაშობდა და ისევ ეგრეა, კარის ხაზზე იყო ძლიერი და ისევ ეგრეა, უფრო მეტიც... იგივე ცეცხლი აღარ იგრძნობა რაც დასაწყისში. პოტენციალი კი აქვს დიდი მაგრამ ჩემი აზრით კარგი გუნდი და კონკურენცია სჭირდება გასაზრდელად.
რუსთავი
23:55 03-05-2023
9
გატუზო რეგვენმა მოკლა ეს გუნდი
სიმართლე
02:20 04-05-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული