თუკი ნეაპოლელები ტიტულს უდინეში გაინაღდებენ, სერია "ა"-ს ისტორიაში სულ მესამე იქნებიან, ვინც ეს ფინიშამდე 5 ტურით ადრე შეძლო - "იუვენტუსმა" 4 წლის წინ და "ინტერმა" 2006-07 წლების სეზონში.
ლუჩანო სპალეტის ხშირად დასცინიან, რომ
"ნაპოლის" ლიდერები, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი, ჩვეულ ფორმაში არ არიან. ნიგერიელის საუკეთესო ბომბარდირობა უკვე სათუო გახდა, რამეთუ მას ლაუტარო მარტინესი ორ გოლამდე (21-19-ზე) მიუახლოვდა. ოსიმენი "უდინეზესთან" ძალიან მონდომებული იქნება. ეს მისი მხრიდან ეგოისტური ქმედებების საწინდარიც კი შეიძლება გახდეს, რაც წინა ტურშიც ვიხილეთ. ხვიჩა კვარაცხელია "მშრალი" სერიის გაგრძელებით დაძაბული ჩანს და გვჯერა, ამას დაძლევს. დარჩენილმა ტურებმა პასუხი იმ შეკითხვასაც უნდა გასცეს, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ქართველი გახდება თუ ნიგერიელი. "კვარას" 12 გოლი და 10 "ასისტი" სერიოზული შედეგია.
"უდინეზე" საკუთარ არენაზე რთულად დასამარცხებელი გუნდია. ბოლოს აქ მათ 15 იანვარს ("ბოლონიასთან" 1:2) წააგეს და იმის შემდეგ 3 ქულა 6 მეტოქეს არ წაუღია, "მილანს" კი, ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლის მიუხედავად, დამაჯერებლად (3:1) სძლიეს. სოტილის გუნდს სატურნირო მოტივაცია ნაკლებად აქვს, მათი მთავარი მიზანი "ნაპოლის" ტრიუმფის გადადება იქნება.
მატეო პოლიტანომ მომჯობინება მაინც ვერ მოახერხა და ის განაცხადში არაა. რუის დაბრუნებას არც ველოდით. საინტერესოა, ლუჩანო შემადგენლობის გადახალისებას რამდენად მიმართავს. "დიეგო მარადონაზე" ამ მატჩის პარალელურად ხალხმრავლობა იქნება, თუკი ნეაპოლელების ზეიმმა კვლავ გადაიწია, ამის საშუალება მომდევნო ტურში, "ფიორენტინასთან" საშინაო შეხვედრაში ექნებათ.
ასე რომ, საფეხბურთო ევროპის ყურადღება უდინესკენაა მიმართული - სერია "ა"-ს 2022-23 წლების სეზონის გამარჯვებული დღეს თუ გამოვლინდება.
უდინე ცისფერმა ტალღამ წალეკა - 15 ათასი ნეაპოლელი გრანდიოზული ზეიმისთვის ემზადება
"ნაპოლის" ზეიმის ჩაშლას ახლა "უდინეზე" ეცდება - სერია "ა"-ში დარჩენილი მთავარი ინტრიგები...
რატომ გადაიდო "ნაპოლის" ჩემპიონობა? - კვარაცხელიასა და ოსიმენის სირთულეები...