მარადონამ მეფედ კვარაცხელია "აკურთხა" - ნიგერიაში მღელვარება დაიწყო

AutoSharing Option
დღეს გვირგვინი მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს ახალ მეფეს, ჩარლზ მესამეს როდი დაადგეს - სერია A-ს საიტმა თავის "ფეისბუქის" გვერდზე ნახატი გამოაქვეყნა, სადაც "ნაპოლისა" და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, დიეგო მარადონამ მეფედ ტახტზე გამოსახული ხვიჩა კვარაცხელია "აკურთხა". სურათს წარწერა აქვს გაკეთებული: "ნეაპოლში ახალი მეფის კორონაცია გაიმართა".

ამან კვარაცხელიას თანაგუნდელის ვიქტორ ოსიმენის სამშობლოში აღშფოთება გამოიწვია. მათი აზრით,  საუკეთესო მათი თანამემამულეა და სოციალურ ქსელებში იტალიას რასისტულ ქვეყანას უწოდებენ.

"ეს დიდ კითხვებს იწვევს", - წერს Nairaland-ი. Pulsesports-ი კი აღნიშნავს, რომ ნიგერიელები მეფედ ვიქტორს, ხოლო სერია A-ს
რასისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.

ამ სეზონში ჩემპიონატზე ოსიმენმა 22 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო კვარაცხელიას ანგარიშზე 12 გოლი და 10 საგოლე პასია.

მკითხველის კომენტარები / 50 /
2021 ნაპოლი 77 ქულით მე 5 ადგილი აიღო ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა კვარას გარდა ყველა იქააა ოსიმენიც რათქმაუნდა. 2022 ში 79 ქულით მე 3 ადგილი და ჩემპონთალიგის ჟგუფიდან პირვე წრეს გამოეთიშა იქაც მთელი კამანდა ოსიმენის თამადობით . 2023 უკვე კვარა ერთვება საქმეში ემატება გუნდს და ჯერ 5 ტურია დარჩენილი სერია ა ს დასრულებამდე და ჩემპიონები არიან. და კიდევ ჩემპიონთა ლიგაზე ნაპოლიმ პირვალდ მიაღწია იმ შედეგს რომელშიც იმყოფებოდა.. და ამ ყველაფრის მერე რათქმაუნდა კვარა მეფეა... ამას გინდ დამთხვევა უძახეთ გინდ გამართლება მაგრამ ეს რეალობა ამ მომენტში და უნდა შეეგუოთ როგრც ნიგერიელი მეგობრები ისე ქართველი შურიანი ყიზილბაშები.. ასეა ეს და არ უნდა ამას ბევრი საუბარი
ZUGDIDI
07 მაისი 2023 08:16
1
ხვიჩა ტახტის მემკვიდრეა ნეაპოლში,ოსიმენი ძალიან მაგარია და მე ვიტყოდი მეფის ძმაა,ტახტი კი ჯერ ისევ მარადონასია!!!
ზაზა
07 მაისი 2023 10:49
0
ნიგერიელები ოსები არიან?
მამედა
07 მაისი 2023 08:09
7
მართლები არიან ოსიმენის გარეშე ვერ მოიგებდა ნაპოლი უდიდესი დამსახურება აქვს და უნდა დავაფასოთ. ოსიმენმა ბევრჯერ გადაარჩინა ნაპოლი, საერთოდ სხვა გუნდი იყო მაგის გარეშე ეგეც ხომ გამოჩნდა. სტატისტიკაც უფრო მეტი აქვს ამ მომენტში გოლ+პასის სისტემით, საერთოდ უმაგრესი ადამიანია ოსი და არაფერი არ უნდა დაგვენანოს მაგისთვის ამ სეზონში. დიეგოსაც არ დაენანებოდა გვირგვინი დარწმუნებული ვარ, იმის მიუხედავად რომ ნიგერია არგენტინას ბევრჯერ უტრ* კებდა ჩემპიონატზე. თამაშის სტილით კი ხვიჩა უფრო ახლოა მარადონასთან მარა შედეგით ეგაა საუკეთესო ძმაო. ხვიჩა პრინცია აცალეთ ჯერ, რა უცებ გინდათ ყველაფერი 10 ნომერი ხო არ ჩავაცვათ ბარემ
Niangi
07 მაისი 2023 06:31
53
რას ლაპარაკობ?სად იყო ოსი სანამ ხვიჩა არ მივიდა ნაპოლში? საიდან ამდენი ღვარძლი და ბოღმა? შენ ასწავლი იტალიელებს ხო?
ზაზა
07 მაისი 2023 10:05
2
ჯერ ერთი, ნაპოლი სხვა გუნდი, ხვიჩას გარეშე იყო და მეორე, ოსიმენზე მთელი გუნდი თამაშობს და როგორც თავდამსხმელს კარის წინ აწვდიან ბურთს, ანუ ოსიმენს "ტრუდავოი" ბურთი მესამედიც არ გაუტანია, ხვიჩამ კი სხვებსაც ბევრი გაატანია და თვითონაც ბევრი გაიტანა. საერთოდ კარის წინ ბურთზე ფეხის დახვედრება ბევრჯერ ადვილია, ვიდრე კარამდე მიტანა. რატომ არ გახსენდება სამი ოსიმენმა ხვიჩას დარტყმის შემდეგ მეკარისგან მოგერიებული ბურთი გაიტანა, ეს ბურთები კი ხვიჩას საგოლე გადაცემაშიდაც არ ჩაეთვალა. ხვიჩამ დიდი როლი ითამაშა იმ აღმაფრენაში, რომლითაც წელს ნაპოლი თამაშობდა.
ჟორა გაბრიჭიძე
07 მაისი 2023 08:17
1
ყველა გამოხმაურება
Twitter-შიც არის. აფრიკელების კომენტარები წაიკითხეთ, მაგრამ ნუ დაუწყებთ კამათს. წავა ოსიმენი ინგლისში, და გახდება ისეთივე საშუალო ფეხბურთელი, როგორიც იყო წინა სეზონებში.
https://twitter.com/SerieA_EN/status/1654838295795204097
ქ. გ.
07 მაისი 2023 06:19
3
მე პირადად ვერცერთს ვერ გამოვყოფდი. რაღაცნაირად თითქოს ერთი ორგანიზმია ორივე. ამ დუეტის დაშლა დანაშაულად უნდა ჩაითვალოს. დაუშვან გამონაკლისი და ორივე ერთად აღიარონ საუკეთესოდ
დავით 67
07 მაისი 2023 04:35
5
ოსიმენი და მისი კამანდა შარშანაც იქ იყო მაგრამ სკუდეტოსგან შორს იყვნენ .. კვარას გადმოსვლამ განაპირობა ეგ ამბავი ასერომ ჩემო ნიგერიელო ძმებო ყველაფერი ლოგიკურადა მეფე კვარააააააააა... გასაგებია ეს
ww
07 მაისი 2023 04:09
2
მესი და რონალდოს პონტია რა... რონალდოს კი ბევრი გოლის შეყრა შეეძლო, მაგრამ თამაშის წაყვანა მესიმ იცოდა და ეგ მეტად ფასდება კიდეც. ოსიმენმაც ბევრი ეპიზოდი კი დაასრულა გოლად, მაგრამ მაგ საგოლე მომენტების უმეტესობას კვარა ქმნიდა.
nika
07 მაისი 2023 03:38
3
ოსიმენმა 6 გოლი შეაგდო ხვიჩას პასით და 4 მეკარის მიერ ხვიჩას დარტყმულის მოგერიებულზე დაამატა.
1964 ავთო
07 მაისი 2023 02:30
0
მარტო გოლის გატანა არარის, ეგრე ჰალანდი მონსტრია მაგრამ რატომღაც ვერ "ვკაიფობ" მისი ფეხბურთით. შემქმნელი, შემოქმედი ფეხბურთელი უფრო ფასობს ჩემი აზრით. დრიბლინგი, პასის კულტურა და ტექნიკის დემონსტრირება. რატო უყვარს ყველას მოდრიჩი ან მესი, იმიტო რომ გუნდის ძრავია, მამოძრავებელი, გამიხარდება თუ კვარას არანაკლები კარიერა ექნება. დასაწყისი იდეალურია
რაბუ
07 მაისი 2023 00:01
5
რა იყო შენი ნათესავია ჰალანდი თუ რატო მიიტანე გულთან ასე ახლოს ? )) საკუთარი აზრის გამოთქმა იცი რას ნიშნავს? თუ წაკითხულის გააზრება არ შეგიძლია?
რაბუ
07 მაისი 2023 11:19
2
... შენ თუ ვერ კაიფობ მაგ მოთამაშეზე ეს საერთოდ არაფერს ნიშნავს .. ძან დიდი წარმოდგენა გქონია საკუთარ თავზე
rabuss
07 მაისი 2023 07:54
14
ხოდა რასიზმში არ დაგვადანაშაულონო და ოსიმენს მისცემენ სერია ა ს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს. ობიექტურად კვარას ეკუთვნის.
რაც ნიგერიელებმა კომენტარებში გამოავლინეს ეგეც რასიზმია კვარას მიმართ.
დაჩაგრული ხალხია და მათი მესმის მაგრამ კვარას ბრალი რატომაა რამე, ოსიმენიც კარგი ადამიანია და ეს უაზრო მტრობა რაში ჭირდებათ რომ უღვივებენ
!!
06 მაისი 2023 23:53
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული