მარადონამ მეფედ კვარაცხელია "აკურთხა" - ნიგერიაში მღელვარება დაიწყო

AutoSharing Option
დღეს გვირგვინი მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს ახალ მეფეს, ჩარლზ მესამეს როდი დაადგეს - სერია A-ს საიტმა თავის "ფეისბუქის" გვერდზე ნახატი გამოაქვეყნა, სადაც "ნაპოლისა" და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, დიეგო მარადონამ მეფედ ტახტზე გამოსახული ხვიჩა კვარაცხელია "აკურთხა". სურათს წარწერა აქვს გაკეთებული: "ნეაპოლში ახალი მეფის კორონაცია გაიმართა".

ამან კვარაცხელიას თანაგუნდელის ვიქტორ ოსიმენის სამშობლოში აღშფოთება გამოიწვია. მათი აზრით,  საუკეთესო მათი თანამემამულეა და სოციალურ ქსელებში იტალიას რასისტულ ქვეყანას უწოდებენ.

"ეს დიდ კითხვებს იწვევს", - წერს Nairaland-ი. Pulsesports-ი კი აღნიშნავს, რომ ნიგერიელები მეფედ ვიქტორს, ხოლო სერია A-ს
რასისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.

ამ სეზონში ჩემპიონატზე ოსიმენმა 22 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო კვარაცხელიას ანგარიშზე 12 გოლი და 10 საგოლე პასია.

მკითხველის კომენტარები / 50 /
იტალიელებმა გვირგვინი დაადგეს და ესენი იძახიან, არ ეკუთვნისო.
100%
07 მაისი 2023 16:04
0
ნიგერიაშიც რამდენი ვახო სანაიაა.-D ოსიმენი სამი წელია მამდ არი, და კვარა ეხლა მივიდა, ორი აზრი არაა რომ ვიქტორი მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ ის რომ კვარას არ ყოფნას ავსებს და კვარას ჯობია რამეთი ეს სიგიჯეა./ ფერად კანიანს ყვეგან რასიზმი ემართებათ, როგორც გეებს ელანდებათ ყველგან რაღაც დამცირება იგივე კომპლექსები ჭირთ,/ სინამდვილეში ოსიმენი და კვარა მეგობრები არიან და ეს გზააბნეული ვაი გულშემატკივრები ვერ გაუღვიზებენ ერთმანეთის მიმართ ზიზღს! როგორც ჩვენ გვტავს ხვიჩას მაგინებლები ისეთივე კალიბრის და ჩამოსხმის მასა ნიგერიასაც ყავს
Vasili
07 მაისი 2023 14:28
2
რამდენი ქართველი წერს აქ უაზრო კომენტარებს. წადით სერია ა ს გვერდზე დაწერეთ ეგ, აფრიკელებს დაეთანხმეთ კვარა დიდი არაფერი ფეხბურთელიაო და მიგიღებენ თავიანთ ტომებში. მაინც იმ დონეზე ხართ მაგრამ ისინი გჯობიან, თავისიანს მაინც იცავენ.
აფრიკელებიც რომ გაჯობებენ ერთიანობაში ეგაა ტრაგედია. როგორ კბილებით იცავენ თავისიანს და თქვენ კიდე ოღონ კვარა გააკრიტიკოთ ისე ხართ ჩასაფრებული. რა სამარცხვინოა ღმერთო
!!
07 მაისი 2023 14:21
0
არაა საჭირო დაპირისპირება.იმედი მაქვს თავად ოსიმენი არ წამოეგება ანკესს.
გიორგი
07 მაისი 2023 14:19
0
ფეხბურთი მარტო სტატისტიკა არაა.
ვასო
07 მაისი 2023 13:55
0
რა თქმა უნდა ხვიჩამ დიდი როლი ითამაშა ნაპოლის წარმატებაში მაგრამ ოსიმენის დონემდე ბევრი უკლია.ოსიმენის გარეშე ნაპოლიც და ხვიჩაც რასაც წარმოადგენდნენ კარგად გამოჩნდა.
jiji
07 მაისი 2023 12:38
48
აფრიკელმა დაწერა ეს კომენტარი უეჭველი. ჯერ ერთი ოსიმენი ფორვარდია, რომელიც შექმნილ გოლებს იტანს და კვარა შემქმნელია, რომელიც გოლებსაც იტანს და საგოლე პასებშიც საუკეთესოა იტალიაში. რა ოსიმენის დონემდე უკლიაო რა სისულელეებს წერთ?
ფეხბურთი მარტო ტაბლოზე გაქვთ ნანახი?
??
07 მაისი 2023 14:18
0
თავისუფლება მიშას არა ძმა. . .
Napoleoni
07 მაისი 2023 14:15
1
ოსიმენი ძალიან კარგი მოთამაშეა, მაგრამ ოსების წარმატება არ გაუხარდათ ზოგიერთებს ნეაპოლში
ოსი გოჩა
07 მაისი 2023 10:45
18
ოსიმენ ეგ ოსი კაცია ხო? ოსეთში დაბადებული ხვიჩა და გოჩას პონტია დაახლოებით მააშ
ბრძენი
07 მაისი 2023 10:32
13
ოსიმენი იქ იყო შარშან წინიდან მოყოლებული თავისი კამანდით. კვარას გარდა ყველა იქ ყავდა.. მაგრამ 2021 ში 77 ქულით 5 ადგილზე იყვენ და ლიგაზეც ვერ მოხვდნენ, ხოლო 2022 ში 79 ქულით 3 აგილს დასჯერდნენ და ლიგაზე ვერაფერი ქნეს. ხოლო როცა კვარა საქმეში ჩაერთო 2023 ში ჩემპიონობა 5 ტურით ადრე მოიპოვეს ესეც რეკორდი ნაპოლისი და ლიგაზეც ნაპოლის რეკორდი არასდროს ყოფილა იმ ადგილამდე რომელიც მიაღწიეს.. ეს ყველაფერი კვარას გადმოსვლის შემდეგ მოხდა, ახლა ამას გინდ გამართლება დარქვით გინდ დამთხვევა გინდ მარადონას სულის აღზევება, მაგრამ ეს რეალობაა ამ მომენტისთვის და ეს უნდა აღიაროს როგრც ნიგერიერლმა მეგობრებმა ასევე ქართველმა შურიანმა ყიზილბაშებმა.. კვარა მეფეა ასეა ეს და არ უნდა ამას ბევრი ლაილაი
ww....ზუგდიდი
07 მაისი 2023 09:37
1
მეფე მარტო იმას არ ნიშნავს რომ საუკეთესო მეომარიაა.მეფეს სხვა თვისებები აქ.მოეგო სკუდეტო ოსიმენს მანამდე ვინ უშლიდ?სწორედ კვარას მისვლის მერე გახდა ნაპოლი სხვა დონე სხვა გუნდი მაგიტომააა ეს სიმბოლური ნახატი.მივედი ვნახე გავიმარჯვე.ეს გააკეთა კვარამ.ვინ ვინ და იტალიელბმე კარგად იციან ეს ფრაზა
მოსეხონელი
07 მაისი 2023 08:52
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული