"თამაშის ნებისმიერ მომენტში მისი ყურება საინტერესოა" - ლიპიმ კვარაცხელიას სეზონის მთავარი აღმოჩენა უწოდა

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ, რომელმაც "სკუადრა აძურას" 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

"ნაპოლიმ" შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და ბრწყინვალე ფეხბურთი აჩვენა. სასიამოვნოა, რომ გუნდმა, რომელმაც ჯადოსნური თამაში აჩვენა, სკუდეტო მოიგო.

ამ ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიაა. ვფიქრობ, ის ამ სეზონის მთავარი აღმოჩენაა. ფეხბურთელი, რომელიც საინტერესოა თამაშის ნებისმიერ მომენტში", - თქვა ლიპიმ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მოდი ერთ რაღაცაზე შევთანხმდეთ ყველა, როცა ლიპი ლაპარაკობს, დანარჩენებმა მხოლოდ მოუსმინოთ
მეგრელი
14:33 07-05-2023
3
მართალია მეგრელი, მარჩელო ლიპი და ფაბიო კაპელო რო დიაგნოზს დასვამენ კვარაზე, მაგის მერე ვინ რა უნდა თქვას. ისე ჩვენში დარჩეს და სად არის ის ვითომ მაგარი ექსპერტ-ჟურნალისტი, ვინცხა ძუნიოლი და ის მეორე, ფედელეა თუ შმედელე, რომ თქვა ნაპოლი თუ ჩემპიონი გახდება თმას გადავიღებავ ნაპოლის მაისურის ფერზეო, გედეიღება ნეტაავ?
მალხაზ ჯობავა, მეგრელს!
18:06 07-05-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული