"სლოვანმა" გადამწყვეტი მატჩი მოიგო - ჩაკვეტაძემ საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სლოვაკეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში „სლოვანმა“ გასვლაზე დაკ-ი 3:2 დაამარცხა.

ეს ფაქტიურად საჩემპიონო ფინალი იყო, ბრატისლავურმა გუნდმა გაიმარჯვა, ლიდერია და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე დაკ-ს 5 ქულით უსწრებს.

გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, გიორგი ჩაკვეტაძემ საგოლე გადაცემა გააკეთა, 89-ე წუთზე ვაისმა შეცვალა, რომელმაც კომპენსირებულ დროში პენალტით გამარჯვების გოლი გაიტანა, მაისური გაიხადა, დროშასავით ააფრიალა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, გააძევეს და ამას მოედანზე შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

შემდეგ შეხვედრას "სლოვანი" 13 მაისს ბანსკა ბისტრიცაში „დუკლასთან“ ჩაატარებს.

დუნაისკა სტრედა. „მოლ არენა“. 12 221
მაყურებელი

დაკი - სლოვანი 2:3
გოლები: 1:0 კრსტოვიჩი (5), 1:1 ლოვატი (42), 1:2 გრინი (74), 2:2 რამადანი (81), 2:3 ვაისი (90+5, პენ)
გაძევება: ვაისი (90+9)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვულოცავ სლოვანს და ჩვენს ბიჭებს გამარჯვებას! ასევე მის მწვრთნელს, ვლადიმერ ვაისს,რომელიც არის ძალიან კარგი პიროვნება! ჩემი დიდი პატივისცემა და მადლობა მას ყველაფრისთვის...
gulshematkivari0703
23:44 07-05-2023
2
ამას წინათ მოვისმინე ჩაკვეტაძის აგენტის ინტერვიუს და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ყველანაირი პასუხისმგებლობა მოიხსნა ჩაკვეტაძეზე და არც უნდოდა მასზე საუბარი თვითონვე აღიარა რომ გენტი არ იყო სწორი არჩევანი და არ აღმოჩნდა ის რასაც ელოდნენ და შეცდმომა იყო იქ წასვლა მე მიჩნდება კითხვა ჯერ გაგერკვია სად მიგყავდა და რა ხალხში მიგყავდა და მერე წაგეყვანა უმაღლესი დონის გუნდები იყვნენ დაიტერესებულები და გენტში წაიყვანე არც აქცევდა სათანადო ყურადღებას ფეხბურთელს ასე ხოარ შეიძლება არაა ამ ბიჭის კარიერა იმედი მაქვს უბრალოდ დღეს არის "დამუხრუჭებული" და არაა დასრულებული და ყველაფერი არის იმ ხალხის ბრალი ვინც ჩაკვეტაძე გენტში წაიყვანა და ყველაზე ცუდი ის არის რომ კიდე 2 წელი კონტრაქტი აქვს გენტთან და არავინ არაფერს არ აკეთებს იმისთვის რომ ეს ბიჭი იმ ამ გეტს მოაშორონ სადაც არაფერი გამოუვიდა ჩაკვეტაძე არ არის რიგითი ფეხბურთელი ჩაკვე არის ქართული ფეხბურთის მომვალი ჯერ კიდევ არის და ყველა უნდა დაუდგეს გვერდში და აი ასეთი აგენტები არის პრობლემა რომლებიცაც ისე მიყვართ გუნდებში ფეხბურთელები რომ არც იციან სად მიყვართ რა გარემოში მიყვავთ რა ხალხთან მიყავთ ჩაკვეს ნორმალური აგენტი რომ ყოლოდა ხომ არ დაემართებოდა ის რაც დაემართა არა? იმედი მაქვს ეგ ადამიან იაღარაა ჩაკვეს აგენტი.
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული