ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს - დეტალები ცნობილია

AutoSharing Option
"ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია სეზონის დასრულების შემდეგ "პარტენოპეისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ამის შესახებ Corriere dello Sport-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს 22 წლის გარემარბის შენარჩუნება სურს და გაუმჯობესებულ ხელშეკრულებას სთავაზობს. იტალიური გამოცემის ინფორმაციით, "კვარა" ხელს 1-წლიან კონტრაქტს მოაწერს და გათვლილი 2028 წლის ზაფხულამდე იქნება.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, ხვიჩას წლიური ხელფასი 2.5 მილიონი ევრო იქნება, გარდა ამისა კონტრაქტში გაწერილი იქნება ბონუსებიც.

შეგახსენებთ, კვარაცხელია "ნაპოლის" გასულ წელს ბათუმის "დინამოდან" 10 მილიონ ევროდ შეუერთდა. ახალგაზრდა შემტევს "პარტენოპეისთან" მიმდინარე კონტრაქტი
2027 წელს ეწურება. 

alt"ფიორენტინასთან" ყველამ დაინახა, რას წარმოადგენს "ნაპოლი" კვარაცხელიას გარეშე და მასთან ერთად, რომელსაც იტალიელმა ჟურნალისტმა მხატვარი უწოდა

altხვიჩამ ყველაფერი შეცვალა - "ნაპოლიმ" "ფიორენტინა" დაამარცხა [VIDEO]

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ფიორენტინასთან" მატჩში?

მკითხველის კომენტარები / 13 /
2,5 მლნ არ არის ადეკვატური ხელფასი, უფრო მეტიც, ძალიან შორსაა! რა ეჩქარება კვარასაც კიდევ ერთლი წლით გაგრძლება? მგონია არ არის სარწმუნო ინფორმაცია!
Irakli
11:39 08-05-2023
2
ჩემი აზრით არ უნდა აჩქარდეს ხვიჩა. ნაპოლის სპორტული დირექტორი ტოვებს, ასევე დიდი ალბათობით ოსიმენი და სხვა რამოდენიმე მოთამაშეებიც წავლენ გუნდიდან. ლაპარაკი იყო სპალეტის წასვლაზეც. ხვიჩას ხელფასი ძალიან შეუფერებელია იმ მოთამაშისთვის ვინც დიდ გავლენას ახდენს გუნდზე. მოთამაშის ავტორიტეს ხშირად მის თანაგუნდელები განსაზღვრავენ ზუსტად იმ დაფასებით რასაც ხელფასი ქვია. ამიტომ იყო ზუსტად რომ ახალ მისულ ხვიჩას 10 მილიონად ხშირად არ აძლევდნენ პასებს და ეს არ გვეჩვენებოდა, მერე იტალიელმა ჟურნალისტმაც დაწერა. ჩემი აზრით უკეთესი იქნება გაცილებით თუ მართლა ნიუკასლი შესთავაზებს ხელფასს 12 მილიონს გადავიდეს იქ, რადგან მგონია ასეთ პროგრესირებად გუნდში სადაც დიდი ფინანსებია უფრო მეტი ამბიციები ექნება გუნდსაც და ხვიჩასაც. ფეხბურთი დიდი ხანია უკვე ბიზნესად იქცა და ნაპოლი ამ ბიზნესში არის პროვინციული გუნდი, რომელსაც ასევე ბიზნესმენი მართავს და მას ეს ჩემპიონობაც ასევე ფულის ამონაგებიც აკმაყოფილებს, შეუძლია იტრაბახოს კიდევაც ამ მიღწევით. ხვიჩას როგორც ჩემპიონი წასვა უფრო აწყობს და არა მერე, როგორც რეგრესირებად ნაპოლიდან.
G.LA
13:23 08-05-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული