Corriere dello Sport-თან ინტერვიუს მსვლელობისას ჟურნალისტმა ალესანდრო ბარბანომ განაცხადა, რომ ხვიჩას 10 ნომრიანი მაისური უნდა გადასცენ.
"მოდი მივცეთ კვარაცხელიას 10 ნომრიანი მაისური. ეს იდეა არ მოდის შედარების გამო, უბრალოდ ქალაქისა და სიყვარულიდან გამომდინარე. ხვიჩას მარადონასი ბევრი არაფერი სცხია, ვგულისხმობ ფიზიკას, მარცხენა ფეხით თამაშს, არც სტილს, თუმცა მისი ორიგინალური, ვირტუოზული მანევრები აოცებს ხალხს, გულშემატკივრებს, რითაც ნეაპოლური სილამაზის სახე გახდა.
"კვარას" სკუდეტოს მომგებ გენიოსად ვაღიარებ, მან წარმოუდგენელი ემოციები გვაჩუქა. მიეცით მას 10 ნომრიანი მაისური, რომელიც ისეთივე ღირებული იქნება, როგორიც საქორწინო ბეჭედი" -
განაცხადა ბარბანომ.
ერთი ჩაგდებული თამაში, ან გაფუჭებული პენალტი და მაგ მაისურს ეგრევე დააყვედრიან.
მე შენ გეტყვი და დიდხანს იფიქრებენ ნაპოლის გულშემატკივრები მოვლენების შესაფასებლად.